გეგმური აცრები სავალდებულო ხდება - საქართვლოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა აღნიშნულ პროექტს.
კომიტეტის თავმჯომარემ აკაკი ზოიძემ, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ავტორია ცვლილებების შესახებ ისაუბრა. ზოიძე განმარტავს, რომ ცვლილებები ორ კანონში შედის და აცრბის გეგმური ეროვნული კალენდარი, სავალდებულო გეგმური კალენდარი ხდება:
“წარმოდგენილი კანონპროექტების პრინციპი არის ერთი - მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ ჩვენს მოქალაქეებს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ძალიან ერთმნიშვნელონად აფიქსირებს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი საშიში დაავადებები, რომლებიც ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება. ეს დაავადებებია წითელა, პნევმოკოკური ინფექციები და ყველა ის დაავადება, რომლებიც გეგმური იმუნიზაციის კალენდრით თავიდან აცილებადია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






