კომპანია თელასის ცნობით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
დიდგორის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის, შინდისის და კოჯრის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ტრანსპორტის, კარალეთის, მირცხულავას, დავით ბაქრაძის, წყალტუბოს და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის, თაბუკაშვილის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ბამბის რიგის, ტყავის რიგის, რკინის რიგის, სანაპიროს, ერეკლე მეორის, კოტე აფხაზის, შარდენის, თუმანიანის, ეფრემ მცირეს და სიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






