6 და 7 ოქტომბერს დედაქალაქი "თბილისობას" აღნიშნავს.
დედაქალაის მერის განცხადებით, ამიერიდან, „თბილისობის“ დღესასწაულის თარიღად ოქტომბრის პირველი შაბათი-კვირა დამკვიდრდება.
დედაქალაქის მერიის ცნობით - 6 ოქტომბერს, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში:
17:00 საათი - „თბილოსობა 2018“-ის ფარგლებში, „ფერების ფესტივალი“ და 19:00 საათი - ჯგუფი „ფრანის“ კონცერტი გაიმართება.
აღნიშნული ღონისძიებები ტარდება ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 6-7 ოქტომბერს, 13:00-დან 23:00სთ-მდე, გაიმართება ორ დღიანი სამეწარმეო ბაზრობა, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია.
გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - სუვენირები, სამოსები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და სხვა. ამასთანავე, ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.
ღონისძიება განხორციელდება თანამედროვე თემატიკით, სადღესასწაულო ფორმატში, მუსიკალური გაფორმებით, სასიამოვნო დიზაინით და განათებით.
ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






