„რა სიბნელეა! რუსეთის მხარეს მყოფი პერსონა პრეზიდენტად იყრის კენჭს და მმართველი პარტია მხარს უჭერს“ - დეკანოზი ზაქარია ფერაძე
სოც.მედია - 17:07, 12 Sep, 2018     10218
კუნძულ კვიპროსზე მოღვაწე სასულიერო პირი, დეკანოზი ზაქარია ფერაძე, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება:


„რადგან ხმლით კი არ დაუპყრიათ ქვეყანა და არც მათ მკლავებს არ მოუტანიათ მათთვის გამარჯვება, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის სინათლემ, რადგან შეიყვარე ისინი.

ფსალმუნი 43:3;

რადგან ყველას, ვინც სჩადის დანაშაულს, სძულს სინათლე და არ ისწრაფვის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი

იოანე 3:20;

მთელი ჩვენი ისტორია მტერთან ბრძოლა იყო, თავდაცვით ვიყავით დაკავებულნი, ვიცავდით მამულს და ეკლესიას ჩვენს გამაერთიანებელს. ყოველთვის ჩვენზე მრავალრიცხოვან მტერთან გვიხდებოდა ბრძოლა, ყოველთვის პროვოკაციით იწყებდნენ მომხვდურნი, შემოიჭრებოდნენ ჩვენს ქვეყანაში, გვიწვავდნენ სახლებს, გვიხოცავდნენ დიდს თუ პატარას.. მთელი ერი და ბერი ისხავდა იარაღს, ჯვრით და ხმლით ხელში აკვდებოდა მტერს..ზოგჯერ ვმარცხდებოდით, ზოგჯერ და უფრო მეტად ვიმარჯვებდით ღვთის შემწეობით..სამწუხაროდ გვყავდა მოღალატეებიც მაგრამ არცერთ დროს არავის მოსვლია თავში, რომ მეფისთვის და თავისი ქვეყნისთვის დაებრალებინოს ომის დაწყება და მსჯელობა და დებატები გამართულიყო ამ თემაზე. როცა ვმარცხდებოდით, იყო მცირე შემთხვევები რომ მტერი გვინიშნავდა რენეგატ ქართული წარმომავლობის მეფეებს, რომელთაც ჩვენი ხალხი, ერიც და ბერიც არასდროს არ ემორჩილებოდა იბრძოდა მათ მოსაშორებლად. დღეს კი რა ხდება, როგორი ამაზრზენი მდგომარეობა გვაქვს! რენეგატს ჩვენი ხელით ვსვავთ ტახტზე! რიტორიკად არის ქცეული, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ომი ჩვენმა ორასწლოვანმა მტერმა დაიწყო თუ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ. უფრო მეტიც უბედურებაა რიტორიკის რუსეთის მხარე მყოფი პერსონა პრეზიდენტად იყრის კენჭს და მმართველი პარტია მხარს უჭერს. რა სიბნელეა, ნუთუ ჩვენს, პურის და ვაზის ქვეყანაში მილიარდნასიზმრებ პლანტაციებში ჯერ კიდევ არ დათესილმა და არ მოყვანილმა მარიხუანას კვამლმა, უკვე ასე მძიმედ შეაღწია ჩვენს გონებაში, რომ ვეღარ ვარჩევთ ბნელს და ნათელს?! დავფიქრდეთ ჩვენი თვალებით დავიწყოთ ხედვა და არა მტრის სდენზიფორმაციო ინსტიტუტებში შექმნილი ჭორებით, რომლითაც ცდილობენ დაგვიკარგონ სწორი და ობიექტური ხედვა, არამედ მათ საწინააღმდეგოდ გავისწოროთ ხედვის ფოკუსი და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. აღარ მოგვეჩვენება აშენებული დანგრეულად, დანგრეული და გავერანებული წინსვლად რეიტინგებში, მტერთან მბრძოლი, მოღალატედ და ქვეყნის ომის დაწყებაში მადანაშაულნებელნი და თაღლითები რომელნიც ჩვენ პურს ჭამენ, ქვეყნის გადამრჩენებად! დავფიქრდეთ კარგად! მივენდოთ ღმერთს, ქრისტესმიერი სიყვარულით შევხედოთ ერთმანეთს, ერთად რწმენით ამოვისუნთქოთ და ყველა მტერი ერთადვე გაქრება, შინაურიც და გარეულიც ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნიდან!

„გაიღვიძე, მძინარევ, აღსდექ მკვდრეთით და გაგინათებს შენ ქრისტე“ ეფესელთა 5:1;

თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ. 1 პეტრე 2:9;“- წერს მამა ზაქარია ფერაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42