„ეკლესია არ უნდა წასულიყო ამხელა დათმობაზე... მღვდლების უმრავლესობა სულს ღაფავს... იძულებული არიან, ტაქსი მძღოლობა ან დარაჯობა შეითავსონ“ - პეტრე კოლხი მარიხუანას შესახებ
სოც.მედია - 15:43, 12 Sep, 2018     3441
მე არ მჭირდება ნარკოტიკებიდან შემოსული ფული, ეს შხამია და შვილებს ვერ ვაჭმევ... - მთავრობის მიერ მარიხუანას კულტივაციასა და მის ექსპორტზე გატანის გეგმას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება დეკანოზი პეტრე კოლხი:

„ქვეყანა, რომელიც მარიხუანას ექსპორტით ცდილობს ბიუჯეტი შეავსოს, ისედაც დაბოლილია... ქვეყანა, რომელიც ამ ავადმყოფურ შეხედულებასაც ეკლესიის დისკრედიტაციისთვის იყენებს, ისედაც განწირულია... არ მაინტერესებს, კონკრეტული ადამიანების მოსაზრება, მთავარი შედეგია... ბოლო დროს განვითარები მოვლენების გამო ეკლესიის ავტორიტეტი ისედაც განახევრდა... ვინც იმას გაიგებს, რომ გაყიდული ნარკოტიკის თანხა სახელწიფოს გავლით ეკლესიასაც მოხმარდება, ცეცხლსაც წაგვიკიდებენ... ოღონდ ვერ ვიქნებით ჯორდანო ბრუნოები....

ჩემი მოსაზრებაა, ეკლესია თავიდანვე არ უნდა წასულიყო ამხელა დათმობაზე... ნურც იმას იფიქრებს ვინმე, რომ სამღვდელოება ფუფუნებაში ცხოვრობს... ერთეულები შეიძლება კუნძულებს ყიდულობენ, მაგრამ მღვდლების უმრავლესობა, შეიძლება ითქვას სულს ღაფავს... ალბათ, ძალიან დაუჯერებელია, რომ ამას ვამბობ, მაგრამ კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე შემიძლია ვისაუბრო... არის შემთხვევები, რომ მრავალშვილიანობის გამო, ტაძრის შემოსავალი ოჯახს არ ყოფნის და სასულიერო პირი იძულებულია ან ღამის დარაჯად იმუშავოს, ან რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ტაქსის მძღოლობა შეითავსოს... რეალობა ეს არის, სინამდვილეში ამ გარემოში ვცხოვრობთ... თუ ისინი არ ყვირიან, იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე ნაკლებად ემსახურებიან უფალს, უბრალოდ, ,,ყვირილსაც" თავისებური ძალა უნდა...

ნურავინ ჩადგამს ფეხს ცოდვაში და ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავს... სინამდვილე ბევრად უფრო მძიმეა... მღვდელი, რომელიც ადამიანებზე, ერზე, ეკლესიაზე ლოცულობს, პურის ფული მაინც უნდა ჰქონდეს... ვიღაც იტყვის, მრევლმა არჩინოსო... ამის საპირწონედ მეორე მხარე ამბობს, რა ვალდებულია მრევლი, მღვდელი არჩინოსო...

მე კი ვფიქრობ, არავინ არავისზე არ ზრუნავს, ყველას საკუთარი ჯიბის გასქელება სურს...

მე არ მჭირდება ნარკოტიკებიდან შემოსული ფული, ეს შხამია და შვილებს ვერ ვაჭმევ... თუმცა, ამასაც არავინ გთავაზობს...“ - წერს პეტრე კოლხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42