„ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მოხვედრილ პირებს აშშ-მა შესაძლოა სანქციები დაუწესოს“ - დავით ზალკალიანი
პოლიტიკა - 12:59, 12 Sep, 2018     1093
ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მოხვედრილ პირებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა სანქციები დაუწესოს, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს მხარდამჭერ აქტში, რომელიც უკვე ინიცირებული გახლავთ.

„ეს არის რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა მიერ არის ინიცირებული. მას უკვე აქვს რამდენიმე კონგრესმენის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა იმედია მომავალშიც გაგრძელდება. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ აშშ-სთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო და ფაქტობრივად გზავნილი ყველას მიმართ, ვინც კი შეეცდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან რაიმე სახის ურთიერთობა დაამყაროს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს ერთგვარად გაგრძელებაა იმის, რომ 2017-18 წლების ასიგნებათა აქტში, რომელიც საკანონმდებლო დოკუმენტია, არის მკაფიო ჩანაწერი არაღიარებასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს აქტიური მხარდაჭერა და პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ბუნებრივია საუბრის ერთ-ერთი მთავარი იქნება საქართველოს ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია. არსებობს ასევე საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ინიცირებულია და ძლიერი რეზოლუციაა. გარკვეული პროცედურებია საჭირო ამ რეზოლუციის გასასვლელად, რომელშიც საუბარია „ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიაზე“ და შესაძლო ფინანსურ შეზღუდვებზე იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც მოხვედრილი არიან ამ სიაში“, - განაცხადა ზალკალიანმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42