გახარიამ ასევე ისაუბრა მთავრობის გაცხადებულ გეგმაზე კანაფის კულტივაციასთან მიმართებით:
„ამოცანა ნომერი პირველი გახლდათ იმ ქაოსის და განუკითხაობის მართვა, რომელიც მარიხუანის მოხმარების ნაწილში ბოლო თვეების განმავლობაში დამყარდა. მოგეხსენებათ, რომ ლიბერალური და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ჩვენმა განვითარებამ მოგვცა ის შედეგი, რომ ფაქტობრივად შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად ვერ ახორცილეებდა თავის ფუნქციას და რომ შეხედოთ ბოლო წლების განმავლობაში, ნარკო დანაშაულის და ნარკო მოხმარებისთვის, საერთოდ არავინ არ არის დაკავებული. ამას ახლა ვცვლით, ჩვენ ვაკეთებთ ისეთ რეგულირებებს, რომლითაც კონკრეტულად გვეცოდინება, მარიხუანი მოხმარება მაგაითად რა პირობებში არის დასჯადი და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას აღვასრულებთ.
გადავდივართ შემდგომ ნაწილში, მარიხუანი კულტივაცია, აქ რა თქმა უნდა საჭიროა ასევე მკაცრი რეგულაციები, ეს რეგულაციები უნდა იყოს ეფექტური, ერთის მხრივ გვაქვს ის რეალობა, რომელსაც გვიქმნის საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი გადაწყვეტილებებით და იმ სულისკვეთებებით, რომელზეც ჩვენ ვპასუხობთ, მეორეს მხროვ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩაკეტილ სივრცეში არ ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ ღია სამყაროში, სადაც გარკვეული სულისკვეთებები ასევე იქმნება და შემიძლია ჩამოგითვალოთ მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც უკვე სამედიცინო მიზნით, მარიხუანის კულტივაცია არის ლეგალური. ასეთია დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, გერმანია, კანადა, პოლონეთი, ჩეხეთი და კიდევ ბევრი, არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც მოახდინა მარიხუანის მოხმარების სრული დეკრიმინალიზაცია, არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციულის, მაგალითად კანადა, რომელიც არის ყველაზე წინ წასული ამ ნაწილში და რომლის ძირითადი საკითხიც იყო ეკონომიკური ფაქტორები ამ ლიბერალიზაციის.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია და შეუძლია განახორციელოს კონტროლი, არა მხოლოდ მოზმარებას, არამედ კულტივაციაზეც, როდესაც ჩვენ მეორეს მხრივ გვაქვს ძალზედ სერიოზული პრობლემები და ყველას კარგად გვესმის ეს, მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაში, რომლის გადაჭრაშიც, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ეკონომიკური ხასიათის პრობლემები და ის სერიოზული მისიები, რაც ამ მიმართულებით არის გასაკეთებელი, ის მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავარეგულიროთ მკაცრად და მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთვის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა პარლამენტთან ერთად. ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავუბრუნდეთ მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც.
არც მოხმარების მომენტი, იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და არც ეფექტური კონტროლის პირობებში სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას, პირიქით გარკვეულ შემთხვევებში, მაშინ, თუ შევძლებთ რესურსულად სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტური გაძლიერებას, პირიქით, მოგვეხმარება“, - განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






