„გავიმეორებ იგივეს, რუსეთი გახლავთ აგრესორი“ - მამუკა ბახტაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
პოლიტიკა - 12:05, 12 Sep, 2018     1006

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო და მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი ქართულმა მხარემ გაუხსნა. აღნიშნულ განცხადებას დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა:

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ იგივეს, რუსეთი გახლავთ აგრესორი, მან მოახდინა საქართველოს ტერიტორების ოკუპაცია და ეს არ დაწყებულა 2008 წელს, ეს დაიწყო გაცილებით ადრე, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ეს ყველაფერი იწყება 90-იანი წლების დასაწყისიდან. რუსეთი არის აგრესორი, მან მიიღო საქართველოში შემოჭრის გადაწყვეტილება და დაიწყო საომარი ოპერაციები. მოახდინა ჩვენი მოსახლეობის გამოდევნა, ჩვენი ისტორიული მიწებიდან და მივიღეთ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელზეც მე ვსაუბრობ ყველა ფორმატში, ეს არის ჩვენი შეფასება, ეს არის ჩვენი მეგობრების შეფასება. სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ეს რისკი საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას. არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენი მეგობრები იძლეოდნენ, რომ რუსეთი ემზადებოდა ომისთვის, ემზადებოდა საკმაოდ სისტემურად და ქმნიდა იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც საქართველოში მათ საშუალებას მისცემდა, ეს სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინათ,

მივიღეთ გადაწყვეტილება, მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საგარეო ორიენტირები, რომელიც გაცხადებულია ჩვენს მიერ და რომელსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ, ეს არის საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს გახლავთ საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობა და ეს გახლავთ საქართველოში ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობა. ამ მიზნებიდან და ამ ფილოსოფიიდან გამომდინარე, მივიღეთ ჩვენს გადაწყვეტილება და ეს არაერთხელ ავხსენი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42