ოქრუაშვილის სკანდალური განცხადება: "ზურაბიშვილი მიმტკიცებდა, რომ სახელმწიფოს გადარჩენის გზა განგრენით დაავადებული ხელის ამპუტაცია, ანუ აფხაზეთზე უარის თქმა იყო"
პოლიტიკა - 12:03, 12 Sep, 2018     26549
შს ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთზე უარის თქმის მომხრე იყო.


"სალომე ზურაბიშვილს კარგად, რომ არ ვიცნობდე და დღემდე ამდენი მავნებლური რამ რომ არ ეთქვა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, კიდევ არაფერს ვიტყოდი მასზე.

ეს ქალბატონი თავისი აზროვნების უნარით, გონიერებით, მსოფლმხედველობით და არტიკულაციით არის ემზარ კვიციანის კლონი თუ პროტოტიპი. იშვიათად შეხვდები ”პარიზში აღზრდილ” ადამიანს, რომელიც იმავდროულად პროვინციალიზმის ამხელა დოზით იყოს გაჟღენთილი. ის, რომ 1921 წლის შემდეგ საქართველოში დარჩენილ ყველა ქართველს ზემოდან გვიყურებს, როგორც ცისფერსისხლიანი პლებეებს და ყველა აქ დარჩენილ/დაბადებულს კომკავშირის პირმშოებად აღგვიქვამს, ეს ჩემთვის ახალი არაა, რადგან ასეთი რამ საფრანგეთში ხუთწლიანი ცხოვრების მანძილზე ბევრი ”მისნაირი” ქართველისთვის შემიმჩნევია. არასოდეს დამავიწყდება ცხრა წლის წინ, აგვისტოს ომის შემდეგ პარიზში შეხედრისას თუ როგორ მიმტკიცებდა, რომ ქართული სახელმწიფოს გადარჩენის და განვითარების ერთადერთი გზა განგრენით დაავადებული ხელის ამპუტაცია ანუ აფხაზეთზე ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმა იყო. ეჭვი არ მეპარება, დღემდე იგივეს ფიქრობს. სწორად დაუდია ივანიშვილს ფსონი და ”სწორი არჩევანი” აქვს გაკეთებული მასზე. ეჭვი არც იმაში მეპარება, რომ ისიც ასე ფიქრობს. როგორც ამბობენ ფერი ფერსაო. ეხლა თქვენზე დამოკიდებული გააკეთებთ თუ არა არჩევანს ადამიანზე, რომელიც არჩევამდე უკვე იმსახურებს მინიმუმ მავნებლის სახელს. მძინარე ცხინვალი გაგვიღვიძებია თურმე მას რომ ჰკითხოთ"- აცხადებს ოქრუაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42