მარიხუანას ლეგალიზება, კულტივაცია და ექსპორტი - დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კომენტარი გააკეთა. პრემიერის თქმით, რეგულაციები იქნება მკაცრი.
„ვინაიდან გვაქვს რისკები გათვითცნობიერებული, რადგან არ შეიძლება, რომ ამ მცენარის და ამ ნივთიერების კულტივაცია იყოს სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს. სწორედ ამ რისკიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
თუ კულტივაცია სამართლებრივ ჩარჩოებში არ იქნება მოქცეული, ეს შექმნის რისკებს. ჩვენი ამოსავალი წერტილი გახლავთ, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შექმნას რისკები. რაც შეეხება ბაზარს, თუ ვინ იქნებიან ინვესტორები და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში ეს არის მეორე და მესამეხარისხოვანი. ჩვენთვის მთავარი გახლავთ, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შეუქმნას რისკები ჩვენს საზოგადოებას და მათ ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე, არის აუცილებელი, რომ მოხდეს რეგლამენტირება კულტივაციის. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს, რომ პროდუქცია გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული. ჩვენ უნდა ვიყოთ დარმწუნებული, რომ ერთი გრამი არ მოხვდება უკანონო ბრუნვაში და ეს არ შექუმნის პრობლემას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






