საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ "საკმაოდ კარგი სამუშაო შეასრულა".
„ვფიქრობ, მე საკმაოდ კარგი სამუშაო შევასრულე, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ჩემი მთავარი გზავნილი იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“, როგორც მმართველმა პარტიამ, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობას და ყველა სამთავრობო პოზიციას ფლობს, არ უნდა იბრძოლოს პრეზიდენტის პოსტისთვის. მე ამას სხვადასხვა ფორმით ვამბობდი და ამ მესიჯს ვავრცელებდი. მე თავს ვიკავებდი ჩემს საკუთარ კანდიდატურაზე საუბრისგან, ვსაუბრობდი, რომ არ შეიძლება, მათ ჰყავდეთ საკუთარი კანდიდატი, რადგან არასასიამოვნო იქნება იმის ნახვა, რომ სოფლის გამგებლიდან პრეზიდენტამდე ყველა თანამდებობას ერთი პარტიის წარმომადგენელი იკავებს. მე ოპოზიციას მივეცი ეს სიტუაცია და ამით მივეცი უფრო სამართლიანი გარემო პრეზიდენტობისთვის ბრძოლისთვის. რამდენად შეძლებენ ისინი ამის გამოყენებას, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ექნებათ მათ გაერთიანების ან ალიანსების შექმნის უნარი. ეს არის ქართული პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე სუსტი ნიშნული. ჩვენ გვიყვარს ვინმეს წინააღმდეგ გაერთიანება, თუმცა გვძულს რაღაც მიზნისთვის გაერთიანება. ეს ძალიან ქართულია. შესაძლოა, ოპოზიციამ შეძლოს რაღაცისთვის გაერთიანება, თუმცა ჩემი პერსპექტივიდან, საკუთარი კანდიდატურის არდასახელებითა და იმ საკითხის წამოწევით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა დაასახელოს თავისი კანდიდატი, მე მათ, სულ მცირე, უფრო მეტად თანასწორი გარემო შევუქმენი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე.
მასალის გამოყენების პირობები






