თბილისს სამუშაო ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა
პოლიტიკა - 09:40, 12 Sep, 2018     862

თბილისს დღეს სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ეწვევა, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კერსტი კალიულაიდი ვიზიტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შემკობის ცერემონიით დაიწყებს და პატივს მიაგებს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.

ესტონეთის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.

გიორგი მარგველაშვილის სახელით, ესტონეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეში სამუშაო სადილი გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტ კალიულაიდის ვიზიტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია ყველა საერთაშორისო არენაზე, შესაბამისად, ჩვენს პარტნიორთან იმ შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა, რომლებიც კოორდინირებულად უნდა გადაიდგას, ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, პრეზიდენტი მონაწილეობას იღებს მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციაში, რომელიც მიმდინარეობს ამჟამად თბილისში, სადაც მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება სწორედ საქართველოს უსაფრთხოებაზე, მის შემდგომ განვითარებაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე“, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42