"იბერიას" დამფუძნებელი და საქარველოს პარლამენტის წევრი ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კოლეგების განცხადებებს "არჩევანის" ეთერში ეხმაურება.
ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ დეპუტატებს აქვთ ზერელე დამოკიდებულება და ისინი ზედაპირულ შეფასებებს აკეთებენ
„ეს არის ზერელე დამოკიდებულება, როცა არ იცნობ ვითარებას, არ იცნობ გარემოს და მაინც ამბობ რაღაც ერთსა და იგივეს,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
ნატო ჩხეიძის შეფასებით, ქვეყანა სოციალისტური პრინციპებით იმართება. იბერიას დამფუძნებელი ხელისუფლების ქმედებებს ბოლშევიკურ ნაბიჯებს ადარებს.
ის სკანდალურ ჩანაწერებსაც ეხმაურება და ადასტურებს, რომ ეს საუბრები ნამდვილად იყო და მას არ გაჰკვირვებია ამ საქმეში ლევან ყიფიანის მონაწილეობა.
ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ეს ჩანაწერები არ არის ძველი, როგორც ამას ლევან ყიფიანი აცხადებს. ერთ-ერთი მათგანი ჩაწერილია ივნისში, მეორე აუდიო ფაილი კი გაკეთებულია აგვისტოში.
ნატო ჩხეიძე გამოსავალს აქციზური მარკების გაცემაში ხედავს. ამ შემთხვევაში, მისი თქმით, ომეგა ჯგუფი შეძლებს, ტელევიზია დააფინანსოს.
წყარო: rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






