"რა ვუწოდო ამ ქალბატონს? რენეგატი, მტერი და მოღალატე"- ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ განცხადებაზე
პოლიტიკა - 23:53, 11 Sep, 2018     1854
"მოღალატე და მტერი" - ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წელს ქართულმა მხარემ დაბომბა საკუთარი მოსახლეობა.

„გამოსავალს ვხედავ არჩევნებში მაქსიმალურ მობილიზაციასა და ხალხის ძალიან მაღალ აქტიურობაში, როგორც საარჩევნო ყუთებთან, ახლა კარს მომდგარი რომ იქნება არჩევნები, სადაც აუცილებლად დამარცხდება რენეგატი, მტერი, მოღალატე. არ მიყვარს ასეთი ფრაზებით საუბარი, მაგრამ რა ვუწოდო ადამიანს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელმაც სულ რაღაც ერთი საათის წინ ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ, თურმე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა. ნორმალურია? და ამ ადამიანს უნდა მთავარსარდლობა და ამ ადამიანს უნდა, რომ იყოს ჯარისკაცების მთავარსარდალი, იმ ჯარისკაცების, ვისაც მეგობრები, ოჯახის წევრები დაეღუპნენ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფოებრივობის მოსპობა სურს.

„ამ ადამიანს არ უნდა, რომ არც დროშა ფრიალებდეს საქართველოსი ამ ქვეყანაში, არც ჰიმნი უკრავდეს ქართული, არც გერბი გვქონდეს და არც არაფერი არ გვქონდეს,“ - განაცხადა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42