სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, სადაც ჩანს, რომ ძაღლები ჩამოახჩვეს, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
როგორც გაირკვა, ცხოველები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მცხოვრებმა ვალერი გელაშვილმა ჩამოახრჩო.
როგორც გელაშვილი ამბობს, ორივე ძაღლი მას ეკუთვნოდა.
მისი მტკიცებით, ძაღლები მუდმივად იტაცებდნენ და ჭამდნენ შინაურ ფრინველებს, რის გამოც მეზობლებთან კონფლიქი ჰქონდა.
ხეზე მავთულით ჩამომხვრჩვალი ძაღლები ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერებმა ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირი გამოავლინეს. დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს გამოძიება.

მასალის გამოყენების პირობები






