"4 წლის წინ, მირეკავენ და მეუბნებიან რომ საბაა ცუდად, სახლამდე მივაღწიე და ვხედავ ფერი არ აქვს, თეთრია..." - ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური პოსტი შვილის შესახებ
სოც.მედია - 14:39, 11 Sep, 2018     24610
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში შვილის, საბას შესახებ წერს.

"4 წლის წინ, მგონი ივლისი იყო მირეკავენ და მეუბნებიან რომ საბაა ცუდად. დროებით, ახალი ძიძა ყავდა და ცოტა შეშინებული ხმით მეუბნება, “ცუდათ ყოფნის მიზეზი კვამლია”. ვეკითხები რა კვამლი, არ მპასუხობს.

მოკლედ, გავიქეცი სახლში. გზიდან დედაჩემს ვურეკავ არ მპასუხობს. თურმე ბავშვთანაა. მამაჩემის ტელეფონზე დაკავებაა. არაფერი ისეთი სრული სიზუსტით არ მახსოვს, როგორც ის გზა. ყველა წუთი, წამი, რა მანქანამ ჩაიარა. რატო ვაკვირდებოდი ცოტა გათიშული ყველაფერს კაცმა არ იცის.

მოკლედ, სახლამდე მივაღწიე და ვხედავ ცოცხალს ჩემს შვილს, რომელსაც ფერი არ აქვს, სულ თეთრია, ძალიან სუსტად წევს ლოგინზე მოკუნტული. მეუბნებიან, რომ დილით, ახალმა გაღვიძებულმა მოიპარა სიგარეტი მოწია, აერია გული და შემდეგ უფრო ცუდათ გახდა და ამ ყველაფერში ყველაზე არაადეკვატური მე, ვიწყებ ყვირილს, გაუგებრად, ქაოსურად რაღაცეებს ვბღავივარ და არასოდეს დამავიწყდება საბას თვალები, რომელსაც მას შემდეგ, არასოდეს ვუნახივარ ისეთი შეშინებული და არაადეკვატური. საბა მიყურებდა ცრემლიანი და ძალიან შეშინებული. ბოლოს ჩაეძინა და თითქმის ერთი დღე ეძინა.

ეს იყო პირველი და უკანასკნელი, როდესაც ჩემს შვილს, ისედაც განსაცდელში მყოფს ტრამვა დავუმატე. დარწმუნებული ვარ , მე მელოდებოდა ყველაზე მეტად იმიტომ, რომ მეშველა და იმედი გავუცრუვე.

ძალიან ხშირად მახსენდება ეს ამბავი და ყველა ჯერზე ერთნაირად ცუდათ ვხდები. ერთი წამით არ მიქრება ტოქსიკური გემო, რომელიც ამ ამბავმა დამიტოვა.

მხოლოდ მეგობრობით, სითბოთი სიყვარულით მივიღებთ შედეგს, როცა შვილების ადამიანებად გაზრდა გვინდა. გამორიცხულია ძალადობის, ყვირილის, დასჯის, ყურის აწევის მეთოდით თავისუფალ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ და ჩვენ იმიტომ ვარსებობთ, რომ დავეხმაროთ წაბორძიკების დროს. და რაც არასწორია ავუხსნათ. საუბრით, მეგობრული ტონით, კონკრეტული მაგალითებით. და რაც მთავარია, თანაბარი ურთიერთობით.

P.S. საბას მას შემდეგ არ მოუწევია. :)) მარიამს, ყოველი სიგარეტის მოკიდების დროს ემუდარება რომ აღარ მოწიოს. მე, აღარასოდეს, აღარასოდეს არ ამიწევია ხმა მისთვის და იცის, რომ მაშინ, მასზე ცუდათ მოვიქეცი. ასევე, იცის რომ რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის უნდა ქონდეს ჩემი იმედი. დღეს, მისი მთავარი მესაიდუმლე ვარ" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42