თბილისში, ნანგრევებში მოყოლილ ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
რეფერალურ ჰოსპიტალის ანესთეზიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რთველიაშვილი ამბობს, რომ მოზარდს თავის ტვინი აქვს დაზიანებული, პაციენტს აღენიშნება სხვა დაზიანებებიც, კერძოდ, მენჯის ძვლის მოტეხილობაც.
„სიცოცხლისთვის საფრთხეს და სერიოზულ პრობლემას ქმნის თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, არის უკიდურესად ღრმა კომაში. შემთხვევის მომენტში, როდესაც გული გაჩერდა და სუნთქვა არ ხდებოდა, 3-5 წუთით ტვინის გაჩერება საკმარისია იმისთვის, რომ თავის ტვინი შეუქცევადად დაზიანდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ რთველიაშვილმა.
გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ. სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები






