პრემია „საბას" ჟიურიმ ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის" ფინალისტები დაასახელა
საზოგადოება - 13:07, 10 Sep, 2018     1168

ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ ნომინაცია "საუკეთესო ქართული თარგმანის" 2018 წლის ფინალისტები დაასახელა. 109 საკონკურსო წიგნიდან 12 ფინალისტი გამოვლინდა:

მანანა ანთაძე, უილიამ შექსპირის "ტრაგედიები: იულიუს კეისარი, მეფე ლირი, მაკბეთი" (კენტავრი)

მაია ბადრიძე, ვ. გ. ზებალდის "ემიგრანტები" (დიოგენე)

მედეა ზაალიშვილი, ანთოლოგია "თარგმანები" (არტანუჯი)

დავით კაკაბაძე, იურეკ ბეკერის "მატყუარა იაკობი" (ინტელექტი)

ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას "ქალაქი და ძაღლები" (ინტელექტი)

ანა კორძაია-სამადაშვილი, ინგებორგ ბახმანის "მალინა" (ქარჩხაძის გამომცემლობა)

ნანა ტონია, ევრიპიდეს "ტრაგედიები: მედეა, ჰიპოლიტოსი" (ლოგოსი)

ლელა ფიროსმანიშვილი, უილიამ ბეროუზის "შიშველი საუზმე" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

მერაბ ფიფია, მარგერიტ იურსენარის "ადრიანეს მოგონებები" (ქარჩხაძის გამომცემლობა)

ია ქვაჩახია, ჯუმფა ლაჰირის "უცხო მიწა" (პალიტრა L)

რაულ ჩილაჩავა, იური ანდრუხოვიჩის "მოსკოვიადა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი ll" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" თიბისი ბანკმა 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას" კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება და ეს წელი პრემიის ისტორიაში განსაკუთრებული იქნება - წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება. როგორც ცნობილია, 2018 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ბაზრობას წარმოადგენს, საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია „საბას" დაჯილდოების ცერემონია იქნება, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal ჩატარდება. ცერემონიას ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან და საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საპატიო უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან - ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები, საერთაშორისო მედია. დაჯილდოების ცერემონიისთვის თვალის მიდევნება საზოგადოებას ტელეკომპანია „ტვ პირველის" პირდაპირი ეთერით და თიბისი ბანკისა და „საბას" Facebook გვერდების საშუალებით შეეძლება.

ცერემონიიის ფრანკფურტში გადატანასთან დაკავშირებით, „საბას" წლევანდელ საკონკურსო პირობებში მცირე ცვლილებებია. კერძოდ, 2018 წელს „საბა" შემდეგ ნომინაციებში გაიცემა:


1. საუკეთესო რომანი

2. საუკეთესო პროზაული კრებული

3. საუკეთესო პოეტური კრებული

4. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

6. საუკეთესო ქართული თარგმანი

7. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი

8. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა

9. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა

10. პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის

დღეისათვის კონკურსის 10 ნომინაციიდან, 6 ნომინაციის ფინალისტები უკვე დასახელებულია. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი; ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა; ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა; პრემია ქართულ გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის - ამ 4 ნომინაციის გამარჯვებულები კი, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე, 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

პრემია „საბას" 2018 წლის ფინალისტების სრული სიის ნახვა შესაძლებელია "საბას" ვებ გვერდზე - saba.com.ge






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42