შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები - ეს ისეთი, კატეგორიაა, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. სამწუხაროდ, საზოგადოებას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს შეზღუდული შესაძლებლობის პირების მიმართ. ზოგიერთი ვერ ხვდება, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილია და მათ მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, წლიდან წლამდე იზრდება საზოგადოების სწორი მიდგომა ამ საკითხის მიმართ, რაც სასიხარულო მოვლენაა. ამ აზროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობენ სხვადასხვა სტრუქტურები, ინსტიტუტები, სკოლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ჩერნოვეცკის ფონდიც.
ფონდი ცდილობს, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებმა ისწავლონ ურთიერთობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან, ადრინდელ ასაკში გამოიმუშაონ მათთან კომუნიკაციის უნარები.
აღსანიშნავია, რომ ურეკში ყოფნის დროს, ჩერნოვეცკის ფონდის მცირე საოჯახო სახლების აღსაზრდელები დაინტერესდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჯანმრთელობით, დიდხანს ესაუბრებოდნენ სხვადასხვა თემაზე და ცდილობდნენ გამოეხატათ მორალური მხარდაჭერა.
უდიდესი წვლილი იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა თავი საზოგადოების სრულფასოვანი წევრებად იგრძნონ, თავად საზოგადოებას ენიჭება. ბავშვის განვითარებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს გარემო, შესაბამისად, ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის შემდგომ განვითარებასა და შესაძლებლობების რეალიზებას.
მასალის გამოყენების პირობები






