„ჩემი შვილი ამ სასჯელს არ ელოდებოდა, ამბობდა, რომ ყველაზე ცუდ ვარიანტში ერთ წელს მიუსჯიდნენ. თუმცა ციხეში ჩხუბი მოუწყვეს და ამის გამო დაუმატეს კიდევ 5 წელი. ვითხოვ აღნიშნული ჩხუბის ჩანაწერის გასაჯაროებას. ჩემს შვილს ეს ყველაფერი მოუწყვეს, ის უდანაშაულოა“- განაცხადა მაყვალა ხურციძემ.
ნიუ იორკის სასამართლომ ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს დააკავეს. ამერიკელმა სამართალდამცველებმა, 15-მდე ქართველს ბრალი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის, ნარკოდანაშაულის, რეკეტიორობის, კორუფციის, თაღლითობის, კონტრაბანდისა და არალეგალური თამაშებისთვის წაუყენეს. თითოეულს რამდენიმე მძიმე ბრალი აქვს, რომელთაგან ზოგი 20, 40 წლიან ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში, ბრუკლინის ციხეში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს.
CrimeRussia-ს ინფორმაციით, თავდაპირველად კონფლიქტი შულაიასა და ლათინოამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის მოხდა. შულაიას მხარი კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ავთანდილ ხურციძემ („ჩაქუჩა“) დაუჭირა. რიცხობრივი უპირატესობა ლათინო ამერიკელების მხარეს იყო, რომლებმაც შულაიასა და ხურციძის წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენეს.
მასალის გამოყენების პირობები






