ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი აკაკი მინაშვილი ავრცელებს.
„მოგმართავთ ყველას!!!
ჩემო მეგობრებო, ეს ადამიანი ჩემი მოძღვარი მამა ათანასეა.
ის არის 36_წლის და მსახურობს ხონი-სამტრედიის ეპარქიაში, მას ყავს მეუღლე და 8_შვილი.
დეკანოზ ათანასეს(რუხაძე) ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, მას უნდა გაუკეთდეს ღვიძლის გადანერგვა. აღნიშნული ოპერაცია კეთდება საზღვარგარეთ და ჭირდება საკმაოდ დიდი თანხები, მდგომარეობა მეტად მძიმე და კრიტიკულია, ყოველი წუთი ძვირფასია მამაოს გადასარჩენად. თანხების მოძიება და შეგროვება დაწყებულია.
გთხოვთ ჩემო მეგობრებო ვისაც რისი საშუალება გაქვთ თუნდაც მიზერული თანხა იყოს, ჩარიცხეთ აღნიშნულ ანგარიშზე. წინასწარ მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის...
P.S. შემირცხვენია ის სახელმწიფო და საპატრიარქო რომელიც ასეთ მდგომარეობაში მყოფ სასულიერო პირს ვერ ეხმარება და ვერ უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის გადარჩენას.
36_წლის კაცი რომელიც 8_შვილს უზრდის ქვეყანას მათი არაა! ჩვენი არაა! ამ ქვეყნისთვის არ ლოცულობს! ამ ქვეყანას და ქრისტეს ეკლესიას არ ემსახურება!
P.S.S. მამა ათანასე ძლიერია ვიცი მე ეს, ის გაუძლებს ამ განსაცდელს და ჩვენთან დარჩება. ქრისტე მას მასთან ჯერ არ წაიყვანს.“

მასალის გამოყენების პირობები






