გავლენიანმა გამოცემა Forbes-მა თბილისი 2018 წელს აუცილებლად სანახავი ყველაზე მიმზიდველი ქალაქების სიაში შეიყვანა და წლის ყველაზე ამაღელვებელ ქალაქად დაასახელა.
“როდესაც თქვენ იტყვით, რომ საქართველოში მიემგზავრებით, გასაკვირი არ არის. რომ სულ უფრო მეტმა ადამიანმა იმდენად საკმარისი იცის მასზე, რომ აღარ გკითხოთ: ქვეყანა თუ შტატი?
რა არის ამ პატარა, 4 მილიონიან კავკასიურ ქვეყანაში ისეთი, რაც ყველა ტიპის მოგზაურს იზიდავს ? ეს შეიძლება იყოს, თანამედროვე სტილის ახალი სასტუმროები, რომლებიც ქალაქში გაჩნდა ან ქვეყნის პროდასავლური მენტალობა, რომელმაც ის უფრო გლობალური მიმართულებით წაიყვანა, რამაც ბოლო დროს მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებაც კი გამოიწვია. შესაძლოა მისი განსაკუთრებულობა მეღვინეობის 8 000-წლიან ტრადიციაშიც გამოიხატებოდეს, ან შესაძლოა საქმე ჭაჭაშია?! სანამ რომელიმე მიზეზს ავირჩევთ, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თბილისი თავისი თანამედროვე სასტუმროებით, ბოჰემური ცხოვრების სტილითა და განსაკუთრებული კაფე-ბარებით, ერთადერთი და განუმეორებელი ქალაქია, რომელსაც წელს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.“ – ნათქვამია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები






