„ეს არის პოლიციის „მოწმე“ თათია ცაგურიშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ხვიჩა შარაშენიძეს, აეროპორტის გზატკეცილზე, ზედ პოლიციის წინ ჰქონდა მისი გაუპატიურების მცდელობა.
ხვიჩა შარაძენიძე აგვისტოს ომის, ავღანეთის და კოსოვოს მისიების მონაწილეა.
ასე კერავთ საქმეებს ნატოს ჯარისკაცის წინააღმდეგ ?!
„მოწმე“ თათია „საქართველოს ფოსტაში“ მუშაობს შემფუთველად.
ვინც იცნობთ და იცით, რას წარმოადგენს, მომწერეთ პირადში!“- აცხადებს ელისო კილაძე.
"ნიუპოსტი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულის დაკავებას ოფიციალურად ადასტურებენ და განმარტავენ:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-11 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ხ.შ., გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ბრალდებულმა, 1988 წელს დაბადებული თ.ც.-ს გაუპატიურება სცადა. მსხვერპლმა ხ.შ.-ს წინააღმდეგობა გაუწია და ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხ.შ. მომხდარიდან მალევე დააკავა.
გამოძიება გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს"- აღნიშნავენ გახარიას უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები






