"ძილის წამალი წამოუღია ბებიასგან, ერთმა და ორმა ვერ დააძინა, მიუყოლებია რამდენიმე..." - მუშაობით დაღლილმა ქართველმა ემიგრანტმა გოგომ ძილის წამლები დალია
სოც.მედია - 14:47, 05 Sep, 2018     8746
სოციალურ ქსელში მადონა თედორაძე ემიგრანტი ქართველი გოგონას შესახებ წერს.

“ამ დილით მობილურის ხმამ გამაღვიძა. ექვსი არ იყო. შევშინდი. ნეტა საქართველოდან არ იყოს. არა, აქვე, გვერდზე სადარბაზოში ცხოვრობენ ქართველი გოგონები, დები არიან. უფროსი მირეკავს, თათიამ ძილის წამალიდალია და ვერ ვაღვიძებო. გავიქეცი.

სახლის წინა კორპუსში პატარა მინი-მარკეტი აქვთ ასაკიან ბერძენ ცოლ-ქმარს, წლებია მათგან ვვაჭრობთ. მუხუციუკვე აღებდა დარაბებს. გაოცებულმა გამომძახა, ხომ მშვიდობააო. მოვასწარი- არა, კირიე კოსტა- მეთქი და მეტი არდავყოვნდი.

იღლებიან ეს ბავშვები. დილიდან დაღამებამდე სახლებიდან სახლებში დადიან დალაგებაზე. უმცროსი უფროსუსტია.

ბოლო დროს უძილობაც დასჩემდა. აუღია ერთდღიანი დასვენება. ძილის წამალიც წამოუღია რომელიღაცა ბებოსგან და, რადგანაც ერთმა და ორმა ვერ დააძინა, მიუყოლებია რამდენიმე.

ვეღარ აღვიძებს მისი და, ვერც მე გავაწყვე ვერაფერი. ფეხდაფეხ მომყვა მოხუცი კოსტაც. მან გამოიძახა სასწრაფოც. ისიც უთხრა, დამამშვიდებელი მიიღოო.

სასწრაფოს, თავისი მხრიდან, პოლიციისთვის შეუტყობინებია.

თავის დაზღვევის მიზნით, იქნებ ტოქსომანებთან აქვთ საქმე. მე ისევ გავიქეცი და ჩემი საბუთები მოვიტანე, რომმოითხოვონ, მე მაინც ვიქნები საბუთიანი-მეთქი.

ექიმებმა კი მალევე მოიყვანეს გოგონა გონს. საოცრად მოწესრიგებული, სანიმუშო სისუფთავე და გარემო რომ ნახეს, პოლიციამ უკან დაიხია. და მაინც, ყოყმანებდნენ წაეყვანათ თუ- არა გოგონა განყოფილებაში- ტიპიურიფორმალობააო.

მაშინ ბატონმა კოსტამ მიმართა პოლიციელებს და ექიმებსაც:

წლებია ამ ქალბატონს ვიცნობ, აქვე უმძიმეს დაავადებულს უვლის და მის ოჯახს, მსგავსი ალითინი კირია(ნამდვილი ქალბატონი) ცოტა მეგულება, თქვენ იქნებთ არც გყავდეთ ნანახი, ახალგაზრდები ხართო.

ეს გოგონებიც დილაუთენია სამუშაოდ გადიან და ღამით შემოდიან გასავათებულები, ამათი ცოდვით არ ვარ, მეც მყავს შვილები და ამათ ან გართობა არ უნდათ, ან კვირა, ან რამე? ვუკვირდები და ამათ სახეზე ნამდვილი ღიმილი არ მინახავს.

ესენი აქ გასართობად არ არიან ჩამოსულნი- ირთანე ია ეპივიოსი (გადარჩევისთვის ჩამოვიდნენ)….

…ასეა, გგონია, ვინ გხედავს, ვინ გამჩნევს, ვინ გიცნობს, თურმე არაფერი გამორჩენიათ…

მადლობა გადავუხადე ია კალა ლოგია(კარგი სიტყვებისთვის) არაფერია, ტინ ალითია იპა(სიმართლე ვთქვიო) მშვიდად მიპასუხა.

გადავურჩით განყოფილებას და ხათაბალას. ღმერთსაც და ადამიანების მცოდნე ადამიანებსაც დიდება!”- წერს მადონა თედორაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42