"80 % ამბობს - ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია" - ეს შეცდომაა, ჩვენს საყვარელ ლექსში ბებერი ალაზანში არ ჰკიდია
სოც.მედია - 14:06, 05 Sep, 2018     46467

ცოტა ხნის წინ სრულიად სოციალური მედია "შოკში ჩააგდო" აღმოჩენამ, რომ "რაც მოგივაო დავითაო, ყველა შენი თავითაო" დათოზე კი არა, დავაზე ყოფილა.


ამჯერად, პროფესორი თამარ ბუკია წერს, რომ ყველასთვის ცნობილი ლექსი, ყველას არასწორად გვცოდნია და ბებერი არა ალაზანში, არამედ არაზანში ჰკიდია.

"ალბათ ყველას გახსოვთ საბავშვო ლექსი :

"აჩუ, აჩუ, ცხენო, საით გაგაჭენო?..."

ამ ლექსის მცოდნეთა 80 % ამბობს;
"ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია,
პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია"-ო.

ნუთუ არავინ დაფიქრებულხართ, ან ალაზანში რატომ უნდა ეკიდოს ის ბებერი და ან ალაზანში ჩაკიდებულმა - პური როგორ უნდა მისცეს მგზავრს? ის პური ხომ ალაზნის წყლით იქნება დამბალ-დაშლილი?

სინამდვილეში, ლექსში ის ბებერი ა რ ა ზ ა ნ შ ი ა ჩაკიდული.
არაზანი - დიდი თონეა, რომელშიც ბევრი პური ცხვება ერთდროულად.
აი, როგორ თავის ადგილას დადგა ყველაფერი: ბებერი დიდ თონეში ბეეევრ პურს აცხობს (ცოტა პურის გამოსაცხობად არ ჩაანთებდნენ არაზანს!), მაგრამ ისეთი ძუნწია, რომ ჩამოვლილ მშიერ მგზავრს პური არ მოუტეხა. ამიტომაც ამბობს ის მგზავრი, - "პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია"-ო.

გუგლში რომ მონახოთ, წერია, "არაზანი - დიდ, თავსხმა წვიმას ნიშნავსო"
მე კი გავიხსენე, სად გავიგე, არაზანი რომ დიდი თონე ყოფილა. ეს კახეთში მოხდა, იმ ოჯახში, რომელიც პურის ცხობას მისდევს.
"გადავწყვიტე, არაზანი ჩავდგა თონის ნაცვლად, თორემ თონე ვერ აუდის ამდენი პურის ცხობასო."- ბრძანა დიასახლისმა.
"არაზანი - რა არის-მეთქი?" - რომ ვიკითხე, გაეცინათ.
"პროფესორი ქალი ხარ და მა ეს არ უნდა იცოდეო? არაზანი - დიდი თონეა. ჩვეულებრივ (კახურ) თონეზე ორჯერ დიდი მაინც იქნებაო"...

აი, მაშინ შევხტი მოულოდნელობისგან... იმ წუთას ეს ლექსი გამახსენდა... ხმამაღლა ვთქვი და... "ვნახე", როგორ განლაგდა ყველაფერი თავ-თავის თაროზე. დანარჩენი - ავხსენი უკვე.
.
ერთს ჩავამატებ:
.
"არაზანი", ალბათ, მხოლოდ კახეთში იყო, მიღებული თონის სახელად. არაზანს რომ ჩაანთებდნენ, იმხელა იყო, რომ მთელი თუ არა, ნახევარი სოფელი მაინც აცხობდა პურს იმ დღეს.
წარმოიდგინეთ, რამხელა იყო არაზანი:
ჩვეულებრივ თონეში 4-5 "სვეტად" აკრავდნენ პურებს და თითო სვეტში 5-6 პური ცხვებოდა. ანუ 20 მოზრდილი ან 30-მდე - მომცრო ზომის პური.
არაზანში ჩაკრული პურების სვეტების რაოდენობა - 8-დან 12-მდე მაინც იყო და თითო სვეტში 7-8 პური ცხვებოდა. ანუ 56-დან 96-მდე პური ცხვებოდა ერთდროულად.
.
იმედია, ამის მერე მაინც იტყვით ამ ლექსს სწორად და ბავშვებსაც ასევე ასწავლით. :

წარმატებას გისურვებთ!" - წერს თამარ ბუკია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42