„საგანგებო განცხადება!!!
- საოზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე,მინდა გაუწყოთ,რომ მე ლადო საბრდღობელაშვილმა და ირაკლი დოლენჯაშვილმა პოლიტიკური თუ პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე დავტოვეთ "ქართული მარში"!
- 9სექტემბერი საქართველოს სპორტულ ისტორიაში ერთერთი მნიშვნელოვანი თარიღია... მავანნი მას შეგნებულად ცდილობენ,ჩირქი მოსცხონ და მსოფლიო არენაზე ქვეყანას შეუბღალონ ისტორიული სახელი, ტოლერანტობის და ოდითგანვე თავისუფლებისათვის ლტოლვის ავტორიტეტი მარგინალურად გააცამტვერონ.
- ჩვენ, მე ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი ვგმომთ და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას ... არ ვუერთდებით ე.წ სპეციალურად დაგეგმილ "პროვოკაციას", მოვუწოდებთ ყველას! არ წამოეგონ აღნიშნულ მარაზმს, რაც საქართველოში მიზანმიმართულ არეულობას ისახავს, მითუმეტეს ვაი-პატრიოტები რელიგიის სახელით ძალადობისკენ უბიძგებენ საზოგადოებას.
ps. სინამდვილეში მართმადიდებელობა შემწყნარებლობას და სიყვარულს ქადაგებს... პატივისცემით ლადო სადღობელაშვილი!“- წერს ლადო სადღობელაშვილი ფეისბუკზე.

მასალის გამოყენების პირობები






