„წლების წინ ნაცრისფერთმიან მამაკაცს დამწვარ მხარზე კანი გადავუნერგეთ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მხარი შეუხორცდა. პაციენტს კითხვები ქონდა გადანერგილი კანის ფერთან დაკაბშირებით, მიუხედავად მრავალჯერადი ახსნისა რო ბარძაყის კანის ფერი განსხვდება მხრისგან მისი ამაში დაჯერება შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა. გაწერის დღეს ნაცრისფერთმიანის სიდედრმა საორდინატოროში ამაყად გამოაცხადა: ყველაფერს მივხვდი
გამოძიება დასრულებულია, მის სიძის მხარზე მამისთვალოვის კანია ( ოპერაცია ერთ დღეს ჩაუტარდათ, მათი გამოძიებით ექიმებს კანი აგვერია)
სადღაც საქართველოში გუშინდელ სიუჟეტს უყურა ნაცრისფერთმიანის, მხარზე მამისთვალოვის კანის ფერიანმა და შიეგინა ერთი ექიმებისაცო :) ამ თემაზეც მშვენიერი ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდებოდა
Lasha Turkiashvili შენ გვერდით ვარ“- წერს გუგა ქაშიბაძე.
შეგახსენებთ, 76 წლის თენგიზ აბულაძე ონკოლოგიური საავადმყოფოს თირკმლის მოპარვასა და გაყიდვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მან ოპერაცია 22 იანვარს სწორ ნაწლავზე გაიკეთა, 7 თვის შემდეგ საკვებით მოწამვლის გამო ადგილობრივ საავადმყოფოში გასინჯეს და უთხრეს, რომ ცალი თირკმელი აღარ ჰქონდა.
აბულაძის ბრალდებებს კატეგორიულად უარყობენ საავადმყოფოში და აღნიშნავენ, რომ ოპერაციის წინ თირკმელის ამოკვეთის შესახებ ხელოი თავადვე მოაწერა და ამის შესახებ ინფორმირებული ოჯახის წევრებიც იყვნენ.
თირკმლის უკანონოდ ამოჭრაში დადანაშაულებული ქირურგი, ბრალდებას დაავადებული მოხუცის თირკმლის გაყიდვის თაობაზე აბსურდად მიიჩნევს და პაციენტის მხრიდან ცილისმწამებლური განცხადების გამო მორალური ზიანის მიყენებისთვის საჩივრის შეტანას თავადაც გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






