"ხერხემლის გამრუდება, დეფორმირებული დიაფრაგმა, აქვს საზარდულის თიაქარი" - ნიკა ივანაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
საზოგადოება - 11:46, 04 Sep, 2018     1712
მაკა ოთხ შვილთან ერთად პატარა მიწურში ცხოვრობს, სადაც ნესტის, მიწის და სხვა გაურკვეველი, აუტანელი სუნი სუნთქვას გაუსაძლისს ხდის... ეზოში შესვლისას პატარა ბიჭი გვეგებება და ხელით გვანიშნებს სახლისაკენ, ეს ნიკუშაა, რომელიც წესით წელს სკოლაში უნდა მიდიოდეს, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეს შეუძლებელია...

დიაგნოზი მაკამ დაზუსტებით არ იცის, რადგან პოლიკლინიკაში ბევრს ვერაფერს ეუბნებოდნენ, სხვაგან წაყვანის საშუალება კი არასოდეს ჰქონდა... თუმცა ამბობს , რომ ბავშვს დაბადებიდაბ ჰქონდა დეფექტი და ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც პატარა ნიკუშა რეანიმაციაში იწვა, მაშინვე უთხრეს რომ დაეტოვებინა, რადგან ბავშვს იმდენად სერიოზული პრობლემები აქვს, დიდხანს ვერ იცოცხლებს და დაიტანჯებიო...

ნიკოლოზ ივანაშვილს აქვს ხერხემლის გამრუდება, დეფორმირებული აქვს დიაფრაგმა, აქვს საზარდულის თიაქარი და ასევე დეფორმირებული აქვს მარჯვენა ტერფიც. როგორც მაკა ამბობს, პოლიკლინიკაში უთხრეს, რომ შესაძლოა ბავშვს გულის მანკიც ჰქონდესო, მაგრამ ეს დაუზუსტებელია, რადგან ბავშვს გამოკვლევები ამ დრომდე ვერ ჩაუტარდა...

ნიკამ არც ლაპარაკი არ იცის... ყველაფერი ესმის, ხელებით გიპასუხებს, განიშნებს, მაგრამ ვერ დაგელაპარაკება, ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც ფსიქოლოგისა და ლოგოპედის ჩარევას საჭიროებს.. ფსიქოლოგის იმიტომ, რომ ქმრის ოჯახში მაკა გამუდმებული ძალადობის ქვეშ იყო, რომლის მსხვერპლი ნიკუშაც არაერთხელ გამხდარა და ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი სტრესისგან იყოს გამოწვეული...

მივმართავთ თხოვნით საზოგადოებას, რომ დაგვეხმაროს ნიკას გამოკვლევებში, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდ „დედის ხელების" ანგარიშზე, ხოლო ბავშვის და ოჯახის შესახებ სხვა დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ ჩვენი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

ჩვენი რეკვიზიტები:

1. საქართველოს ბანკი: GE51BG0000000668714400

2. თიბისი ბანკი: GE64TB7015436080100015

3. ლიბერთი ბანკი: GE86LB0115119616889001

საქველმოქმედო ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან : 0 901 701 225 (ზარის ღირებულება 1 ლარი)

ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ „დედის ხელები"

გადარიცხვა ასევე შეგუძლიათ ჩვენი საიტის დონაციის განყოფილებიდან ბარათით, სახლიდან გაუსვლელად:

www.mothershandscare.com დანიშნულებაში მიუთითეთ ნიკა ივანაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42