პენტაგონი ბარაქ ობამას გადაწყვეტილებას ელოდება
მსოფლიო - 23:47, 28 Aug, 2013     1794

 


როგორც "ამერიკის ხმა" შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანზე დაყრდნობით იუწყება, ამერიკის შეიარაღებული ძალები სამხედრო მოქმედებისთვის მზადაა და პრეზიდენტ ობამას ბრძანებას ელოდება.

 

"ჩვენ ნებისმიერ პირობას შევასრულებთ, ამერიკის სამხედრო ძალები მზადაა მოქმედებისთვის", აცხადებს ჩაკ ჰეიგელი.

 

ვაშინგტონი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს. დამასკო ამ პასუხისმგებლობაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ბრალდება შეერთებულ შტატებს სირიაში შეჭრის საბაბად სჭირდება. სირიის სგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალ-მოალემმა განაცხადა:

 

"თუ რაიმე აგრესიას ექნება ადგილი, ჩვენ ორი არჩევანის წინაშე აღმოვჩნდებით: დავნებდეთ ან ყველა საშუალებით ვცადოთ, თავი დავიცვათ."

 

ამერიკის შეერთებული შტატების გეგმის ერთერთი ვარიანტია ოფშორული ზონიდან რაკეტები გაისროლოს, რაც ლიბიის ომის შემთხვევაში მოხდა. ბრუკინგსის ანალიტიკოსი მაიკლ ოჰანლონი ამბობს:

 

"ეს სამხედრო ოპერაცია რეჟიმის შეცვლას არ ითვალისწინებს, პრეზიდენტ ობამას სურს კონფლიქტში ამერიკის როლი მინიმუმამდე დაიყვანოს. ეს იქნება სადამსჯელო შეზღუდული სარაკეტო დარტყმები , რაც ასადს მესიჯს გაუგზავნის, რათა ქიმიური იარაღი აღარ გამოიყენოს."

 

სამხედრო ქმედებების დაწყებამდე ობამას ადმინისტრაცია დასავლეთის ქვეყნებსა და არაბულ სამყაროში მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. დევიდ შენკერი ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის ინსიტიტუტის თანამშრომელია:

 

"ჩვენ არ ვაპირებთ, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მხარდაჭერა მოვიპოვოთ, ვეცდებით მოვიპოვოთ ის, რაც ამ ეტაპზეა შესაძლებელი."

 

პრეზიდენტ ასადის დიდი ხნის მეგობარი რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რათა გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე ეს საკითხი დაიბლოკოს. მოსკოვი ასევე ადანაშაულებს დასავლეთის რამდენიმე ქვეყანას იმაში, რომ მათ სირიაში კრიზისი ხელოვნურად დაძაბეს. საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი ალექსანდრე ლუკაშევიჩი ამბობს:

 

"იმის მცდელობა , რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭო შეიარაღებული თავდასხმის ხელოვნურად შექმნილ აუცილებლობაში დარწმუნდეს, რეგიონში სიტუაციას უფრო მეტად დაძაბავს."

 

ამერიკის მთავრობის განცხადებით, ვიდრე პრეზიდენტი ოაბამა გადაწყვეტილებას მიიღებს, კონგრესის წევრებს დაზვერვის დეტალების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42