დეველოპერული კომპანია "სფერო ჰოლდინგი" დღეს განცხადებას ავრცელებს:
"ჩვენ მზად ვიყავით გადმოგვებარებინა კომპანია "სვეტის" 100%-იანი წილი და დაგვეკმაყოფილებინა დაზარალებული მენაშენეები, დაგვესრულებინა დაუსრულებელი მშენებლობები. კომპანიას მოგება გათვლილი არ ჰქონდა პირველ ეტაპზე, ვიდრე არ დაუბრუნებდა დაზარალებულ მენაშენეებს ფულს. ამის გამო "სვეტთან" გავაფორმეთ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც "სვეტი" ვალდებულებას იღებდა სრულად გადმოეფორმებინა შეჩერებული მშენებლობები. რადგან "სვეტმა" ეს ვალდებულება არ შეასრულა, ჩვენ სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი.
ახლა კი კვინდა პასუხი გავცეთ "სვეტის" წარმომადგენლების გაკეთებულ კომენტარებს მედიაში: "სფერო ჰოლდინგი" არის ახალგაზრდა დეველოპერული კომპანია, რომელსაც აქვს სრული რესურსი "სვეტის" მიერ სამშენებლო ბაზარზე ჩადენილი შეცდომა გამოასწოროს!
ასეთი დეველოპერული კომპანიები ერთადერთი ხსნა არის ამ ეტაპზე "სვეტისთვის", რათა დაზარალებულ მოსახლეობას არ გაუგრძელდეს წლობით ზარალი. ამას "სვეტიც" კარგად აცნობიერებდა და ეს იყო მიზეზის რის გამოც ხელშეკრულება გააფორმა ჩვენთან. თუმცა სვეტმა ვალდებულებები არ შეასრულა, ამის შემდეგ ჩვენი დადანაშაულება მოახდინა, თითქოს ვერ მოვახერხებდით მშენებლობების წარმოებას, ასევე მენაშენეებში შექმნეს უნდობლობა ჩვენს მიმართ. ამით კი წელავენ დროს!
ჩვენი პოზიციაა მოვუწოდოთ დეველოპერულ კომპანიებს დაგვიდგნენ ამ ბრძოლისას მხარში და ეს იქნება ერთადერთი გზა დაზარალებული მენაშენეების გადარჩენის! ჩვენი მიზანია, "სვეტის" და მსგავსი კომპანიების მიერ შელახული და დაკარგული ნდობა ბაზარზე დეველოპერების მიმართ ამ გზით აღდგეს. ძალიან მარტივი გზა არის სვეტმა გადმოგვაბაროს ნაკისრი ვალდებულების მიხედვით არსებული შეჩერებული ობიექტები და ჩვენი შეთავაზება სხვა დეველოპერებთან იქნება ღია, გამჭვირვალე და გარანტირებული ხსნა დაზარალებულთათვის".
მასალის გამოყენების პირობები






