"რამდენჯერ გამოვწიწკნე ხელიდან სიკვდილს ჩემი თუთა… სასაკლაო ვართ…“ - პატარა თუთას დედა ქვეყანაში სიმსივნის საგანგაშო ვითარებაზე
სოც.მედია - 12:38, 31 Aug, 2018     13139
სოციალურ ქსელში მხატვარი ანკა ბერიშვილი, რომლის ორი წლის შვილი თუთა სიმსივნეს ებრძვის და მთელი საქართველოს დახმარებით მკურნალობს, წერს, რომ ჩვენს ქვეყანაში სიმსივნის მაჩვენებელი გამუდმებით იზრდება.

„რაც საქართველოში, ამ პატარა ქვეყანაში სიმსივნისა და მწვავე ლეიკემიის მაჩვენებელია, მაგხელა მაჩვენებელი არ არის 30 და 50-მილიონიან ქვეყნებში… რაღაცაშია საქმე და ეს მხოლოდ საკვებით არ არის გამოწვეული. მხოლოდ 1 თვეში 20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით ჩემი ხელით გადავაგზავნე 100 პაციენტის დოაგნოზი, მათგან 60 იყო სიმსივნე ,40 იყო მწვავე ლეიკემია… რა თქმა უნდა, შოკში ჩავარდნენ იმ კლინიკის წამყვანი ექიმები, უკვე თქვენთან სიმსივნისა და ლეიკემიის პანდემიას ემსგავსება ეს ყველაფერი და ეს ძალიან საგანგაშოაო… წერს Facebook მომხმარებელი.

რა დავამატო? წყალი სუფთაა? ჰაერი უბინძირესი სათამაშოები ტყვიით სავსე და შხამით. უვარგისი რძის ნაწარმი და ხორცზე აღარ ვსაუბრობ. ბინძური ქარხნები და საწარმოები, გადაუხარისხებელ-გადაუმუშავებელი ნაგავი. ყველაფერში გარეული საღებავი და გაურკვეველი დანამატები. მოშხამული ბოსტნეული, მწვანილი და ხილი… სასაკლაო ვართ და სულ ცალ ფეხზე ვკიდივართ მთავრობას. ჩვენ კი გულხელდაკრეფილები ვუყურებთ და ბრაზიან და ცრემლიან ემოჯი სმაილებს ვისვრით სახლებიდან… ამ დროს სიკვდილის წამზომი ელვის სისწრაფით მიქრის.

დღეს ჩემი შვილი, პატარა თუთა, რომელიც ახლახან 2 წლის გახდა, ებრძვის ამ საშინელ დაავადებას, რის გამოც ტყავიდან გამოძვრა ნახევარი საქართველო. რამდენჯერ გამოვწიწკნე სიკვდილს ხელიდან ბავშვი, რა ტკივილები და ჯოჯოხეთი გავიარეთ და ჯერ კიდევ გავდივართ, ვერ ავღწერ ენით. ოღონდ გაითვალისწინეთ, ეს დაავადება იმდენად ავადსახსენებელია, რომ კაცმა არ იცის, რომელ წუთს გაუმეორდება და კიდევ მომდევნო წლები ქიმიით უნდა გავჭყიპო, ანალიზების გამო დავუჯიჯგნო ვენები და სასწაულად დავიცვა ვირუსებისგან და მსუბუქი გაციებისგან და მაინც ვთქვათ და ძირფესვიანად ალაგდეს კიდეც, ჩემი შვილი ისევ აი, ამ სამყაროში უნდა დაბრუნდეს და კვლავ დანის წვერზე იაროს. სად არის სამართალი? სად დაგვეძინა ასე ღრმად.

დღეს ჩემი შვილია ასე, ღმერთმა და ყველა კეთილმა ძალებმა დაიფაროს ყველა, მაგრამ ხვალ შეიძლება, შენ ან შენი შვილი იყოს ასე… სიმწვანეც კი აღარ გვაქვს. გავიღვიძოთ, ახალგაზრდებო, გემუდარებით, სულ არ დაგვიანდეს (((((((“ - წერს ბერიშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42