"ზოგადად დეპრესიული იყო... ვერასდროს ვაპატიებ თავს რომ მის გვერდით არ ვიყავი" - ზუზუს მეუღლის პირველი ინტერვიუ
საზოგადოება - 15:39, 30 Aug, 2018     7010
მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა. „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ დაკითხულია პირი, რომელიც იმ ღამით მსახიობთან ერთად იმყოფებოდა. ჯერ-ჯერობით გამოძიება პირის ვინაობას და დაკითხვის დეტალებს არ ასაჯაროვებს. მეგობრები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის წინ ზუზუმ ცოლი მოიყვანა. მისი მეუღლე თამარ ორაგველიძე გახლავთ. ზუზუ ჩვენთან საუბრისას მათი გაცნობის ისტორიას ხალისით ყვებოდა. სწორედ მსახიობისგან გავიგეთ ისიც, რომ თამარი თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა და წყვილი იშვიათად ახერხებდა ერთმანეთის ნახვას.

თამარ ორაგველიძე დღეს „პრაიმტაიმის“ სტუმარია.

- ჩვენ წინა დღესაც ვილაპარაკეთ, ჩამოსვლაზე ვისაუბრეთ, სამომავლო გეგმებზე. ეჭვი არაფერში შემიტანია... ყველა მის მეგობარს ვიცნობ, ვისაც პირადად არა, გადმოცემით მაინც ვიცი. დოლიძის ქუჩაზე, ვისთან უნდა ყოფილიყო, წარმოდგენა არ მაქვს. არც კი უხსენებია ეს ქუჩა ჩემთან არასდროს.

- როგორ გაიგეთ ეს ამბავი?

- მთელი დღის განმავლობაში ძალიან დაკავებული ვიყავი. ზუზუს რომ ველაპარაკე იმ საღამოს რატომღაც ინტერნეტი გავთიშე. როგორც წესი, არ ვთიშავ ხოლმე. დილით რომ ჩავრთე, ელდა მეცა.

- წინა დღით არაფერზე უწუწუნია?

- ზოგადად დეპრესიული იყო ზუზუ, მაგრამ იმ დღეს ვერ შევამჩნიე, რომ ცუდ ხასიათზე იყო. ვერასდროს ვერ ვაპატიებ ჩემს თავს, რომ მის გვერდით არ ვიყავი იმ დოზით, როგორიც მას სჭირდებოდა. უცებ სამსახურიც ვერ მივატოვე. ნელ-ნელა ეტაპობრივად ამას ვგეგმავდი, ჩამოსვლასაც ვაპირებდი, მაგრამ ასე სწრაფად ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი.

- ყველაზე მეტად რას განიცდიდა?

- პაუზას შემოქმედებაში. ამას ყველაზე მეტად დარდობდა.

- ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა?

- ითქვა, თითქოს გული აწუხებდა. ჩემთან ამ თემაზე არასდროს ულაპარაკია, გული არც უხსენებია. ცუდადაც არასდროს გამხდარა.

- გამოძიება დაგიკავშირდათ?

- არა, არავინ შემხმიანებია.

- ჩვენი ინფორმაციით ზუზუ იმ ღამეს მარტო არ იყო.

- ეს ინფორმაცია მეც მაქვს, მაგრამ ამ ადამიანის ვინაობა არ ვიცი. ფიზიკურადაც არ ვიცი რომ აღგიწეროთ როგორია.

- ექსპერტიზის პასუხი როდის იქნება?

- 45 დღეში, ასე მითხრეს მე.



წყარო: PrimeTime.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42