„იმ ღამით ზუზუ მარტო არ იყო“- ახალი დეტალები მსახიობის გარდაცვალების საქმეში
საზოგადოება - 14:34, 30 Aug, 2018     6701

ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ჯერ ისევ გაურკვეველია. გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება, თუმცა, ჯერ-ჯერობით არ დაუკითხავთ ოჯახის წევრები, ზუზუს დედა და მეუღლე. მსახიობის მეგობრებისგან შევიტყვეთ, რომ დაკითხულია ერთი პიროვნება, რომელიც შემთხვევის დროს ზუზუსთან ერთად იმყოფებოდა.

„პრაიმტაიმი“ მსახიობის მეგობრებსა და გამომძიებელს ესაუბრა.

ნინი დედალამაზიშვილი:

- ჩვენ ველოდებით გამოძიებას. გვაქვს ინფორმაცია რომ მარტო არ იყო. მასთან ერთად ერთი ადამიანი იყო თუ ორი, არ ვიცით. ჩვენ, მისმა მეგობრებმა არც ვიცოდით, რომ მას დოლიძეზე ვინმე ჰყავდა. რომ დამირეკა არც უთქვამს, სადმე თუ მიდიოდა. არადა ყველთვის, ყველაფრის საქმის კურსში მაყენებდა. ჩვენი საერთო მეგობარი, სანდრო მიკუჩაძე ცხოვრობს დოლიძეზე და მანაც არ იცის, ვისთან შეიძლება მისულიყო ის მისამართზე. მე ბათუმში ვიყავი მაგ დროს, ვერიკო ტურაშვილი და თამუნა გიორგაძე მივიდნენ პირველები. ვერიკომ რომ დამირეკა, პულსი ჯერ კიდევ ესინჯებოდა, თურმე.

ვერიკო ტურაშვილი:

- პირველმა მე გავიგე ეს ამბავი. როცა დამირეკეს, ჯერ ისევ ცოცხალი იყო. როგორც ვიცი, ვიღაც დაკითხა, ვინც მასთან ერთად იყო იმ მომენტში, თუმცა მისი ვინაობა არ ვიცი.

- ვისთან მიდოდა?

- არცერთმა მისმა მეგობარმა არ ვიცით თუ ვინმე ჰყავდა მას დოლიძის ქუჩაზე.

- ამ დღეს დაგირეკა ხო?

- კი, ველაპარაკე. შემთხვევამდე 40 წუთით ადრე აქვს მოწერილი ჩემს ტელეფონზე, „მიყვარხარო“.

დიმა სააკაშვილი (გამომძიებელი):

- სიახლე არაფერია, ჯერ ოჯახის წევრებიც არ დამიკითხავს.

- როგრც მისმა მეგობრებმა თქვეს, დაკითხულია ერთი პიროვნება რომელიც შემთხვევის დროს მასან ერთად იმყოფებოდა...

- კი ბატონო, დაკითხული მყავს, მაგრამ დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გავასაჯაროვებ.

- როდის იქნება ექსპერტიზის პასუხი?

- ამასაც ვერ გეტყვით.


წყარო: PrimeTime.Ge






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42