„ხელმოცარულობით გაჟღენთილი, ალბათ შემშურდებოდა... "შე ქათამო" ავყვირდებოდი, იქნებ მოვსპომეთქი... უბრალოდ უხერხულია...“ - ნათია ფანჯიკიძე გურამ კაშიას მხადაჭერას უცხადებს
სოც.მედია - 13:16, 30 Aug, 2018     4148
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეხბურთელ გურამ კაშიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:


„ხო...რა მაგის პასუხია და, გურამ კაშია ძალიან სიმპატიურია, ამასთანავე ძალიან წარმატებული, ახალგაზრდა, ჯანსაღი, არც თავისი შრომით მოპოვებული ფული აკლია და ქალებსაც მის დანახვაზე უნდებათ, რომ უფრო ლამაზები იყვნენ... რომ ვყოფილიყავი შინაგანი ხელმოცარულობის განცდით გაჟღენთილი, ალბათ მეც შემშურდებოდა მისი და "ქათამო, ქათამო! შე ქათამო!!" ავყვირდებოდი აჟიტირებული, იქნებ წავაქციო და მოვსპომეთქი. თუ ასეთი ლამაზები და კარგები გაქრებიან, იქნებ ჩემი ადგილიც სადმე აღმოჩნდესმეთქი..

ამ მშვენიერ კაცს, როგორც ყველა ძლიერს, კმაყოფილს, კეთილს და ლამაზს ჩაგვრა გულს არ უხარებს და ყველა სუსტი უნდა რომ დაცული იყოს, ტანჯვა ნაკლები უნდა რომ არსებობდეს, განა იმიტომ, რომ ანგელოზია, უბრალოდ ნამუსიანი ადამიანია და თუ ნაკლები ტანჯვა იარსებებს, თვითონ მისცემს თავს სიცილის, კეთილდღეობის უფლებას ბევრად უფრო მშვიდი სინდისით. ძლიერებს არ უყვართ ჩაგვრა. დღეს ჰომოსექსუალების მიმართ გამოხატა, არ მიმაჩნიხართ ჩემზე ნაკლებ ადამიანებადო, ხვალ ქალებს გვეტყვის, არ მეშინია თქვენი განვითარებისო, ზეგ შიმშილის წინააღმდეგ გააკეთებს განცხადებას.. მოკლედ მას გრძელი, საინტერესო და ღირსეული გზა აქვს წინ. მის ამ გზაზე გაწოლა და ფეხების ბაკუნი, არიქა, იქნებ მომენტია, რომ დედა ვუტიროთ და არ გამოვტოვოთ შესაძლებლობაო, უბრალოდ უხერხულია. სასაცილოც. ზოგადად, ბოროტება და აგრესია ხომ სასაცილოა თავისი არსით? ბრაზიანი სახეა ჯერ როგორი სასაცილო, სარკე უნდა მიუტანო ამ დროს ადამიანს და თვითონაც გაეცინება.“- წერს ნათია ფანჯიკიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42