ყოფილი პრემიერის გატაცება, ასწლოვანი ხეებისა და ბამბუკების ზღვითა თუ სპეციალურად დაგებული გზებით მოგზაურობას სრულიად საქართველო უკვე მეორე წელია უყურებს.
ის, რომ აჭარიდან, სამეგრელოდან, თუ გურიიდან ხეების გადატანის პროცესს სხვადასხვა სახის შეფერხებები და მათ შორის ბევრი მავნებლობაც თან ახლავს, ბატონი ბიძინას მომხრეები გვპირდებიან, რომ ეს გამორჩეული პარკი ქართველი ხალხისთვის კეთდება, ამიტომაც საყვედურები და პროტესტი ნაკლები უნდა იყოს.
ერთი ასწლოვანი ხის გამო გაჩეხილი ასობით ხე, მოშლილი ინფრასტრუქტურა და მილიონობით ლარი ბიუჯეტიდან სპეც გზების დასაგებად, ვერაფერი მოსატანია იმასთან, რა დენდროლოგუიური და თანაც არა ერთი მარცხიც, თავად ამ საქმიანობით გატაცებულმა ივანიშვილმა ნახა.
ჯერ იყო და, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში შეძენილი ასწლოვანი წიფელი ტრანსპორტირების დროს შუაზე გადაუტყდათ.
მერე, ზღვაში სამი დღე მოსეირნე ტიტა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა, გახმა და ძირიანად მოთხარეს.
ჯერ კიდევ დაუსრულებელ პარკს უნახავს უამრავი ბამბუკის ხმობა და ნამოგზაურები ხეების მოწყენილობაც.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, ადგილის შეცვლა ვერც ევკალიპტებმა იგუეს.
როგორ გამოიყურება დენდროპარკის ახალი "ბინადრები" შეგიძლიათ იხლოთ ფოტოები:





მასალის გამოყენების პირობები






