„როდესაც მარი პირველად მივიყვანე სკოლაში, - გვიამბობს ბავშვის დედა მანანა გულიშვილი, მან სინანულით მკითხა: „დედა, მე რატომ არ შემიძლია სხვებივით სიარული და სირბილი?“. გული დამეწვა, არ ვიცოდი რა მეთქვა... ყოველთვის ვცდილობ, რომ ბავშვი არ მოვწყვიტო სასკოლო ღონისძიებებს, ექსკურსიაზეც ვახლდი მას კლასთან ერთად... მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მარიმ არ იგრძნოს თავი ეულად და დაჩაგრულად, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე ბევრ დაბრკოლებას გვიქმნის“.
კასრაძეების ოჯახი წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. 2008 წელს, რუსული ოკუპაციის დროს, მათ იძულებით დატოვეს სოფელი კეხვი და საკუთარ ქვეყანაში დევნილები გახდნენ.
მარიამის ინვალიდობის პენსია და მწირი სოციალური ფულადი დახმარება - ეს არის ამ ოჯახის შემოსავალი, რომელიც გასაკვირი არ არის, რომ ელემენტარულ პროდუქტებზე და ჰიგიენურ საშუალებებზეც კი არ ჰყოფნით. მარიამის მამა პერიოდულად უმუშევარია, რადგან წეროვანში პრაქტიკულად შეუძლებელია სამუშაოს შოვნა, თუმცა როდესაც რაიმე სეზონური სამუშაო გამოჩნდება სხვა ადგილას, იგი თავდაუზოგავად მუშაობს, რომ როგორმე შეავსოს მწირი საოჯახო ბიუჯეტი!
მეგობრებო, მარიამ კასრაძეს დღეს ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროება. სულ მალე იგი მე-3 კლასის მოწაფე გახდება, მაგრამ შესძლებს თუ არა სკოლაში წასვლას, ეს საკითხავია?! მას არც ჩანთა გააჩნია და არც სასკოლო ნივთები, ხოლო ეტლი, რომლითაც გადაადგილდებოდა, სრულიად არის გამოსული მწყობრიდან.
მოდით, გავუწოდოთ დახმარების ხელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილ კასრაძეების ოჯახს, გავუთბოთ გული პატარა მარიამს!
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ კასრაძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან: chernovetskyifund.ge
მასალის გამოყენების პირობები






