„რამდენიმე დღის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადა 1222-ს უბედური შემთხვევის შესახებ შეატყობინეს. მისამართზე დაუყოვნებლივ მისულ ექიმებს უგონოდ მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი იატაკზე მწოლიარე დახვდათ. როგორც გაირკვა, ბინაში სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს მან ელექტროტრავმა მიიღო, გონება დაკარგა და კიბეზე დაგორდა.
როგორც ბრიგადის უფროსი ექიმი ნანა მაისურაძე იხსენებს, გასინჯვის დროს პაციენტი არ სუთქავდა, თუმცა პულსი ესინჯებოდა. ელექტროკარდიოგრამის გადაღებისას კი მას გული გაუჩერდა. გადაუდებელი სარეანიმაციო ღონისძიებების შედეგად გულის მუშაობა აღდა და პაციენტი გონზე მოვიდა. ექიმება იგი უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს.
მოგვიამებით ექიმები რამდენჯერმე დაინტერესდნენ მისი მდგომარეობით. როგორც თავად პაციენტმა განაცხადა, იგი თავს კარგად გრძნობს და დღეს უკვე საავადმყოფოდან გაეწერება.
(ბრიგადა 1222: უფროსი ექიმი ნანა მაისურაძე, უმცროსი ექიმი ირმა ხოფერია, მძღოლი ილია ბაჩიაშვილი)“ - წერს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი.
მასალის გამოყენების პირობები






