სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო მედიაფორუმის მონაწილეები მედიის თანამედროვე ტენდენციებს განიხილავენ
საზოგადოება - 16:41, 28 Aug, 2018     1499

2018 წლის 4-7 სექტემბერს თბილისში გაიმართება სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო მედიაფორუმი „მედიის როლი რეგიონში ნდობის განმტკიცებაში“, რომელიც მოწოდებულია, გააერთიანოს საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მედიაინდუსტრიის სფეროში მოღვაწე წამყვანი ექსპერტები, ჟურნალისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ბლოგერები.

მედიაფორუმის მთავარი თემაა : სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა მედიის რეგიონული პოლიტიკური კულტურის ტრადიციებისა და აქტუალური ტრენდების თავისებურებანი, მათი სტატუსის პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლები და ასევე, მედიასაზოგადოებების პოტენციალი კონფლიქტების გადაწყვეტასა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში.

მედიაფორუმის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, ჟურნალისტიკისა და პოლიტოლოგიის ცნობილ მოღვაწეთა ლექციები ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და მიმომხილველთათვის.

პროგრამის სპეციალური სტუმარია დიმიტრი კოსირევი.

ცნობილი ჟურნალისტი, აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი, პოპულარული პოლიტიკური გადაცემების მონაწილე, საერთაშორისო საინფორმაციო საგენტო „Russia Today”-ს პოლიტიკური მიმომხილველი, ვალდაის ფორუმის წამყვანი სპიკერი, ავტორი წიგნისა „საბჭოთა კენედი“.

მედიაფორუმის სპიკერები:

ალეკსეი ვიშნევეცკი - რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე

ვიკტორ ლიტოვკინი - „იტარ ტასის“ სამხედრო მიმომხილველი

გენადი ბორდიუგოვი - რუსეთის საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი

ტატო ლასხიშვილი - საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Russia Today“-ს ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში

ალან კასაევი - გაზეთ „სევერნაია ოსეტიას“ მთავარი რედაქტორი, ისტორიკოსი, კავკასიის რეგიონის ექსპერტი

ალეკსეი მალაშენკო - მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის პროფესორი, პოლიტოლოგი, ისლამის პრობლემების წამყვანი სპეციალისტი

რუსეთიდან ჩამოსული მედია-პერსონები გამართავენ მასტერ-კლასებსა და ტრენინგებს „მოლაპარაკე თავები ექსპერტების წინააღმდეგ: ვისზე ნადირობს მედია?“ და „მედია და სამხედრო-პოლიტიკური პროცესები კავკასიაში“.

მედიაფორუმის ორგანიზატორები არიან რუსეთის პოლიტიკური ცენტრი „სევერ-იუგი“, პრეს-კლუბი „თანამეგობრობა“ და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით.

ვიწვევთ მედიის წარმომადგენლებს მედიაფორუმში მონაწილეობისთვის.

ფორუმი ჩატარდება სასტუმრო „ვერე-პალასის“ საკონფერენციო დარბაზში (ქუჩიშვილის ქ. 22-24).

თარიღი: 2018 წლის 5 სექტემბერი 10:00 სთ.

მედიაფორუმის გახსნამდე 2018 წლის 4 სექტემბერს 19:30 სთ გაიმართება სპეციალური ინტერაქტიული პანელი „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკების ასი წლის იუბილე: პოლიტიკური გამოცდილება და გაკვეთილები“.

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: .: +7-915-239-92-40, e-mail: var_rus@mail.ru (ვალერია რომაშჩენკო).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42