გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ტოგოში, ქ. ლომეს ლომეს პორტშია.
დამსაქმებელი კომპანია „იალქანის“ მენეჯერის, ანჟელა ოგანესიანის განცხადებით, მეზღვაურებს თუ სურვილი ექნებათ, შეუძლიათ გემზე მუშაობა განაგრძონ. ეს მთლიანად ქართველი მეზღვაურების არჩევანზე იქნება დამოკიდებული.
24 აგვისტოს, გაბონის ტერიტორიულ წყლებში გემის ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში გაიტაცეს. მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ პერიოდში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველყვეს ყველა მხარის ჩართულობა ძიების პროცესში. ამოქმედდა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი.
პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, რომელსაც 7 000 ტონა საწვავი გადაჰქონდა, საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებთანაც კონტაქტი 14 აგვისტოს გამთენიისას გაწყდა.
მასალის გამოყენების პირობები






