"ძველი წყლის მილები უკვე დაზინებულია და წყალი ამორტიზირებული წყალგაყვანილობის სისტემის გამო მილებიდან ჟონავს,თორემ საკმარისზე მეტია,თავის დროზე სამოც ოჯახს გვქონდა და გვყოფნიდა,ახლა რამოდენიმე ონკანი დააყენეს თვითნებურად და როცა უნდათ მაშინ გამოუშვებენ,დავიტანჯეთ ხალხი"-აცხადებენ ადგილობრივები.
„გვაქვს ჭებიც,მაგრამ რაც აჭის წყალზე ქვიშა-ღორღის გატანა დაიწყეს დაშრა ,19-22 მეტრიანი ჭები გვაქვს და წყალიც ძალიან ცოტაა,თითქმის ვეღარ ვსარგებლობთ,"დევივით" ერთ კაცს როცა მოუნდება, მაშინ გამოგვიშვებს წყალს, ავადმყოფი შვილი მყავს და წყალი ყოველ წუთს მჭირდება. შეგვატანინა სოფლის რწმუნებულმა ნუკრი მეფარიშვილმა განცხადება გამგეობაში და გვითხრა, გადავეცი შესაბამის სამსახურსო, სოფლის გამგებელმა ალეკო ბურძგლამ გვითხრა ტენდერი გამოცხადდება და შეცვლიან წყლის სისტემას და პრობლემაც მოგვარდებაო, მაისის მერე ველოდებით, არც ტენდერია გამოცხადებული და ჩვენც ვართ ასე გაბოროტებულები, თუ დროზე არ მოგვაქცევენ ყურადღებას,შეიძლება მკვლელობაც მოხდეს, ისე გადავეკიდეთ მეზობლები ერთმანეთს"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ეწერის უბანი დახმარებას ხელისუფლებას თხოვს, ხელისუფლება კი აცხადებს რომ მას ბიუჯეტი ამ ეტაპზე პრობლემის მოგვარების საშუალებას არ აძლევს.
"მოსახლეობის ნაწილმა, ოთხმა ოჯახმა მოითხოვა წყლის მთავარი სისტემიდან გამოყოფა, მათ დაწერეს განცხადება და გამოუყვეს საკმარისი სიგრძის მილი. მე ვესაუბრე სპეციალისტს დათო ცერცვაძეს, მისი თქმით საჭიროა მარეგულირებლების დაყენება მთავარ სისტემზე, აღმართშიც და დაღმართშიც წყალი რომ მოდიოდეს თანაბარი წნევით. ჩვენ ამ ეტაპზე ამის თანხები არ გვაქვს, მაგრამ მომავალში აუცილებლად გაკეთდება. თითო დამარეგულირებელი დაახლოებით 700 ლარამდე ჯდება და გვჭირდება 4 ერთეული. მოიხსნება აუცილებლად ეს თვითნებურად დაყენებული ონკანები და მარეგულირებელი შეძლებს წყალი იყოს ყველასთან თანაბარი წნევით"- აცხადებს მერიის წარმომადგენელის თანაშემწე მაკვანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლევან ნიკოლაიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






