გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას ელოდებიან, კონკრეტულად რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.
„ანაკლიაში იყო და დაიღუოა იქო, არაფერი არ ვიცი მეტი ინფორმაცია“- აცხადებს მეზობელი. კიდევ ერთი მეზობლის თქმით, კი გიორგი ნიშნიანიძის დაღუპვის მიზეზი გარკეულის სახის აბის მიღება გახდა.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე გარდაიცვალა სამტრედიაში დაბადებული 22 წლის გიორგი ნიშნიანიძეა. ის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.
''ნიუპოსტის'' ადგილობრივი კორესპოდენტის ცნობით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სინთეტიკური ნარკოტიკის მიღებაა.
უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში გადაჰყავდა, გატარებული რეანიმაციული ღონისძიების მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.
ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები






