ვინ არის 22 წლის ბიჭი, რომელიც ანაკლიის ფესტივალზე დაიღუპა
საზოგადოება - 12:59, 25 Aug, 2018     18029
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე გარდაიცვალა სამტრედიაში დაბადებული 22 წლის გიორგი ნიშნიანიძეა. ის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.


''ნიუპოსტის'' ადგილობრივი კორესპოდენტის ცნობით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სინთეტიკური ნარკოტიკის მიღებაა.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში გადაჰყავდა, გატარებული რეანიმაციული ღონისძიების მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.

ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES ტარდება.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას განცხადებით ანაკლიის ფესტივალიდან საავადმყოფოში გადაყვანილ ერთ ახალგაზრდას უცნობი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა.

როგორც ექიმი აცხადებს, ანაკლიის ფესტივალიდან საავადმყოფოში 3 ახალგაზრდა შეიყვანეს, ორი მათგანი: ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა ფესტივალიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა გადაიყვანეს, ხოლო ერთი 112--ის ჯგუფმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების მიერ შეყვანილი პირებიდან ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო გოგონა სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაწერეს, სამედიცინო დაწესებულება მალე დატოვა მესამე ახალგაზრდამაც.

ამასთანევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სოფელ განმუხურში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა.

სამართალდამცველებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიული-საგამოძიებო მუშაობის შედეგად ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42