"მახათალესილი მუქთახორები... მოდების ატელიე კალაძე... მერიაში საქმე გამოელიათ?"- ალეკო ელისაშვილი ვარაზის ხევის ქვაფენილის შეცვლაზე
სოც.მედია - 21:31, 24 Aug, 2018     6803

ვარაზის ხევში ქვაფენილის ასფალტით შეცვლის იდეას, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ეხმაურება:

„ეს ორი დღე ვერ მოვიცალე და ახლა დავწერ ვარაზისხევის ქვაფენილზე. ბოდიში მაგრამ მერიაში საქმე გამოელიათ? სხვა პრობლემა ვერ ნახეს მოსაგვარებელი ამ გაუბედურებულ ქალაქში? ბატონო კალაძევ მეტროთი ბოლოს როდის იმგზავრეთ? არჩევნების მერე აღარ გინდათ ხომ ქალაქის რეალური პრობლემების დანახვა? მეტროს სადგური გურამიშვილი ვინმეს გინახავთ 45 წლის მაისის დანგრეულ ბერლინს რო გავს? დიდუბის სადგურის და ოკრიბას ტერიტორია ბოლოს როდის ნახა მოდების ატელიე კალაძემ? როდის ნახა ნავთლუღის ბაზრის ტერიტორია? ბორჯომის ყოფილი ვაგზლის ტერიტორია? დეზერტირების ბაზარი? ელიავა? და სამწუხაროდ ეს სია უსასრულოა. რომ ჩასკუპებულხართ ჯიპებში და მარტო საღამოს კაფეებში სასვეცკაოთ რომ აივლით ვარაზისხევს და ქვაფენილის ხმაური გაწუხებთ - იარეთ ფეხით, ნახეთ დანარჩენ ქალაქში რა პრობლემებია და რა არის მართლა მოსაწესრიგებელი და მერე იყარეთ მახათი! შხამიან ჰაერზე, ველურ კორპუსომანიაზე და უდღეურ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არაფერს ვამბობ. მახათალესილი მუქთახორები“- წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42