უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩერნოვეცკის ფონდის დღის ცენტრში საზეიმო კონცერტი გაიმართა
საზოგადოება - 11:21, 24 Aug, 2018     1761
დღეს უკრაინა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 27-ე წლისთავს. 1991 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის უმაღლესმა რადამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რომლითაც უკრაინა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, ჩერნოვეცკის ფონდის დღის ცენტრში საზეიმო კონცერტი გაიმართა. ფონდის ბენეფიციარების წინაშე წარსდგა უკრაინული სიმღერის ანსამბლი ”Лілея”, რომელიც ორი ათეული წლის წინ საქართველოს დედაქალაქში ჩამოყალიბდა. მისი ხელმძღვანელები არიან ირაკლი მიქელაძე და გალინა კოლესნიჩენკო.


კონცერტზე შესრულებულ იქნა უკრაინული ხალხური და საესტრადო სიმღერები, რომლებმაც მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ ანსამბლის წევრები არიან უკრაინელი და ქართველი შემსრულებლები, ხოლო სულ ახლახან მას ნიგერიელი ახალგაზრდაც შეუერთდა.

დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მხურვალე ოვაციებით დააჯილდოვეს ანსამბლ ”Лілея”-ს წევრები.

„უკრაინელმა ხალხმა გრძელი გზა გაიარა მისი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დასაცავად. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება“,- განაცხადა ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორმა ოლენა პოლიშუკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42