,,ჩვენთვის ყველა მგზავრი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. თუმცა, არსებობს კონკრეტული ავიაკომპანიის რეგულაციები, რომელიც თითოეულმა მგზავრმა უნდა გაითვალისწინოს. გამთენიისას, 04:43 საათზე, ქუთაისი-ათენის რეისზე, გაფრენამდე საათნახევრით ადრე, საბერძნეთის მოქალაქეს, აუტისტური სპექტრის მქონე ერთ-ერთ მცირეწლოვან მგზავრს, აეროპორტის ტერმინალში შეტევა დაემართა. შემთხვევას შეესწრო ხომალდის მეთაური, რომელმაც ავიაკომპანიის რეგულაციებიდან გამომდინარე, ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი სამედიცინო დასკვნის გარეშე, მსგავსი აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვის ბორტზე დაშვება არ მომხდარიყო. სამედიცინო დასკვნა კი მშობელს არ გააჩნდა. თუმცა ჩვენსა და ავიაკომპანი ,,ვიზეარს" შორის შედგა შეთანხმება, რომ მგზავრები ათენში მომდევნო რეისით უფასოდ გაფრინდებიან,-''ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






