ლალი აფციაური 5 შვილს მარტო ზრდის. რა აჭამოს ბავშვებს? რა ჩააცვას? როგორ წაიყვანოს ბაღში? რა სახსრებით უყიდოს მათ წამლები? ამ კითხვებს იგი ყოველ დღე უსვამს საკუთარ თავს და ძალიან ხშირად მასზე პასუხი არ აქვს. აფციაურების ოჯახი დაბა დიდ ლილოში ცხოვრობს.
6 წლის მარიამს, 5 წლის გიორგის, 3 წლის ომარს და 2 წლის ტყუპებს - ნინოსა და ცირას რთული ბავშვობა აქვთ. მათ ამჟამად ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ტანისამოსი, ფეხსაცმელი და თეთრეული სჭირდებათ.
ამ ბავშვებს ბევრი გაჭირვება აქვთ ნანახი, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან გულკეთილები და ზრდილობიანები არიან. ისინი საზოგადოების მხრიდან დახმარების მოლოდინში არიან.
თუ გაქვთ საშუალება ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოთ პატარებს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აფციაურების ოჯახი) ან ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/356-aptsiauri/
მასალის გამოყენების პირობები






