გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 23 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
გლდანის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა და V მიკრორაიონების და ჯაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის, მესხის, კელაპტრიშვილის, ბიჩინაშვილის, ხუდადოვის და სტურუას მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაფრინდაულის, გვეტაძის, აგლაძის და ყიფიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ოთარ ჭელიძის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, კანდელაკის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






