ძლიერი სეტყვა, დატბორილი სახლები და განადგურებული ვენახები კახეთში - სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
შემთხვევა - 20:56, 18 Aug, 2018     11582
ძლიერმა სეტყვამ ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. ქისტაურში, ახშანსა და მატანში ვენახების დიდი ნაწილი და ერთწლიანი კულტურები თითქმის მთლიანად განადგურებულია. ადგილობრივების თქმით, სანიაღვრე არხები წყალს ვერ ატარებს, რამაც ღვარცობი გამოიწვია.
რაიონში წაქცეულია ხეები, ადგილობრივებს ელექტორენერგია არ მიეწოდებოდათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახყურის ინფორმაციით, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ​ამ დროისთვის აღარ წვიმს, წყლის დონემ იკლო - მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თელავიდან და ახმეტიდან შემოსულია 51 შეტყობინება.

ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ორივე მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები. პრობლემები შეექმნა ავტომანქანების გადაადგილბასაც.

​ძლიერი ნალექისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42