"ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუს გარდაცვალებაზე
სოც.მედია - 17:55, 18 Aug, 2018     16518

მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში განო მელითაური ეხმაურება. ზუზუ ბეჟაშვილი და განო მელითაურის ქმარი, ასევე ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი კოტე თოლორდავა კოლეგები იყვნენ. ისინი პოპულარულ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში"ერთად მონაწილეობდნენ.


"ზუზიკ, მე ბაკურიანში ვარ ბავშვებით ...ლიფტში გაგიშეშებია წამი. ეს სისულელე რომ წავიკითხე წელი გამიშეშდა და სიცხემ მომცა. ვზივარ გაშეშებული წელით და ყველა მომენტის აღდგენას ვცდილობ 16 წლიდან მოყოლებული!მაინც რა სულელ პეტრე ხარ ლიფტი რამ მოგაფიქრებინა?! ბოლოს რომ გნახე მივხვდი დაღლილი იყავი მეგობარო. სულ მეფიქრებოდა ,ვაითუ ვეღარ გაუძლოსთქო ...ნუ გეშნია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ, ლამაზ სახლში წაგიყვანენ ,სადაც არ არსებობს დრო და მატერია, ქირის თანხა, შეუსრულებელი როლები და ბოროტი უგულო შურიანი და ზერელე ადამიანები! იქ ერთი დიდი სივრცეა ქარიზმატული გულებისთვის და აბა შენ იცი, სისულელეების ჩადენაში ტოლი არ დაიყენო!



უბრალოდ იცი რაზე ვბრაზდები? ძალიან ადრე იყო ლიფტის ამბავი, რამდენჯერ გვიცინია ამ ყველაფერზე გახსოვს? და სულ რომ მემალებოდი ბოლოს, ყელში გქონდა ჩემი ლექციები...და მოტივაციის ასამაღლებელი პათეტიური ტექსტები, თითონაც რომ არ მჯეროდა და წინადადების დასრულებამდე ერთად ვიგუდებოდით სიცილით!


მაპატიე, რომ ვერ გადაგარჩინე, ვერ დაგეხმარე რეალიზებაში, რადგან ეს ერთადერთი იყო რაც გულით გინდოდა, სხვა ყველა ცუდი შენი უდიდესი ტალანტის ციხეში ჩასმის ბრალი იყო... არაფერი გჭირდა ჩვენი დასახმარებელი... აქეთ დაგვეხმარებოდი ამის საშუალება რომ მოეცათ.. მაპატიე "ბოლო გზა" და სახალხო დატირება აღემატება ჩემს ძალებს, მანდ ვერ დაგინახავ... შენ ეს ყველაზე კარგად იცი! მე შენ ცოცხალი მემახსოვრები, დროებით ცისფერ ბურთში მეგობარო...............უკვე ძალიან დავცოტავდით ....


..მძულხართ ყველა, ვისაც მისი დახმარება შეეძლო და არ დაეხმარა, რეჟისორები, განსაკუთრებით ისენი პერფექტობას რომ თამაშობთ და ნახევარი თბილისი რომ ჩაალპეთ ბიოში უგულოები და უმრწამსოები ხართ ! თქვენთვის არაფერი არსებობს ფულის და საკუთარი ინტერესების გარდა! არ დამავიწყდება არასდროს ერთ ერთ მსახიობს მეგობარი დაეღუპა საკუთარ დაბადებისდღეზე *თავი ჩამოიხრჩო) და ალკოჰოლის მიღების გამო გააგდეთ როცა თავად ჩალპით ნარკოტიკებში, დაეღუპა მამა და გახმოვანებაზე მიიყვანეთ სახლში ჯერ არ გადმოსვენებული ადამიანის ფონზე! უნამუსოები ხართ ყველა ტელევიზია და პროდიუსერი, ვისაც ელემენტალური სამსახურის მიცემა შეგეძლოთ და არ მიეცით, მოტივით რომ ხასიათი არ ჰქონდა კარგი, ჰქონდა პრობლემები ეს ორობლემები ამის გამო ჰქონდა რომ დაატყვევეთ და გაჭირვებაში ამოხადეთ სული! ყველა მისი ნათესავი და შეძლებული ამხანაგი დღეს მოჩვენებით ცრემლებს რომ ღვრით !ვინც ფეხებზე დაიკიდეთ ! ყველა, ვინც ხელს უწყობდით ცუდად ყოფილიყო,რათა თავად კარგი დრო გაგეტარებინათ!


ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს რაც შეგვეძლო ამ რეალობაში, მე პირადად სიყვარულის და დარიგებების გარდა აღარაფერი შემეძლო მნიშვნელოვანი *რაც რეალურად შეუმსუბუქებდა ყოფას) მისთვის მიმეცა ბოლო პერიოდში რადგან ჩამოვშორდი კინოს ტელევიზიას და ყველაფერს რაც წინა ცხოვრებას გამახსენებდა.!

. რამდენ ადამიანს ყვარებიხარ, როგორ ვერც ერთმა ვერ მოვიცალეთ შენთვის?..

პ.ს. Nini Dedalamazishvili ძალიან მიყვარხარ იმიტომ, რომ ბევრი მცდელობა გქონდა და ნამდვილი მეგობარი იყავი ზუზუსთვის , და ახლა მანდ ყოფნა შეძელი მე ეს აღარ შემიძლია .....გაშეშებული ვზივარ და 3 ბავშვს ვერ ვტოვებ....ჩემი გული ხარ ნინი!"-წერს განო მელითაური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42