აზეულას ციხეზე განათების ქსელი ეწყობა
საზოგადოება - 11:50, 17 Aug, 2018     1101
კოჯორში, აზეულას ციხესა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ტურისტული ბილიკისთვის განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტს მთაწმინდის რაიონის გამგეობა „თბილსერვისის ჯგუფთან“ ერთად ახორციელებს.


პროექტის ფარგლებში, აზეულას ციხეზე, იუნკერების მემორიალსა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე ორფეროვანი მხატვრული მინათების სისტემა მოეწყობა, მისასვლელ გზასა და ბილიკებზე კი, 50-მდე ლედ სანათი დამონტაჟდება. ამ დროისთვის, ციხის მიმდებარედ ტერიტორიის დაქსელვა და განათების საყრდენი ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს. მთლიანობაში, განათების ქსელი 2 კმ-იან მანძილს მოიცავს.

სამუშაოების პროცესს ადგილზე მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და „თბილსერვისი ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე გაეცნენ.

პროექტი შეთანხმებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან, რომლის წარმომადგენლებმაც განათების ადგილების ფიქსაციისთვის ტერიტორია საფრენი აპარატით გადაიღეს.

მთაწმინდის გამგეობა აზეულას ციხის ტერიტორიის კეთილმოწყობით თბილისის ტურისტული მარშრუტისთვის კიდევ ერთი ბილიკის დამატებას გეგმავს. პროექტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა ჩართული.

ახალი ტურისტული ბილიკის გახსნისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე კეთილმოეწყობა ინფრასტრუქტურა, განთავსდება მიმართულების მაჩვენებლები და საინფორმაციო დაფები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ციხესიმაგრის მიმდებარედ არსებულ იუნკერთა მემორიალს. სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

აზეულას ციხესიმაგრე თბილისიდან სამხრეთით, დაბა კოჯორში ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თავდაპირველი ნაგებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე IX საუკუნეში აშენდა. გადმოცემის მიხედვით, ციხესიმაგრეს „აგარათა ციხეს“, ხოლო შუასაუკუნეებისთვის „აზეულას“ ციხეს უწოდებნენ. ციხე ცნობილია „ქოროღლის“ და „კოჯრის“ სახელწოდებითაც. ციხესიმაგრეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ფეოდალური საქართველოსთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42